"ნაპოლის" ნაადრევი მატჩი - როცა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა...

AutoSharing Option
ფეხბურთელები და გულშემატკივრები ისევ "ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩის ემოციების ქვეშ არიან; ხვიჩა კვარაცხელიას მოედნიდან ნაადრევად გასვლასა და მის რეაქციაზე დიდი მსჯელობა არ წყდება. სავარაუდოა, რომ მწვრთნელი კალცონა "კვარას" ინდივიდუალურად გაესაუბრებოდა, მათ გასაცნობად დრო თითქმის არ ჰქონიათ. "ნაპოლიმ" საშინაო ასპარეზზე ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს და 26-ე ტურში (სულ 38 ტარდება) სერია "ბ"-დან კიდევ ერთ აღზევებულ გუნდს, "კალიარის" ესტუმრება - დღეს, 25 თებერვალს, 18:00 საათზე.

ბოლო შეხვედრაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად განსაკუთრებული ურთიერთქმედება ვერ დავინახეთ. ახლად დანიშნული მწვრთნელის
ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მისი მიღწევა უნდა იყოს. პირველი წრის მატჩში (16 დეკემბერს) ნეაპოლელებმა ხვიჩას გოლით (2:1) გაიმარჯვეს, რაშიც ნიგერიელის წვლილი დიდი იყო. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მაშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ - "გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა... კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა - კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის ასე ფიქრობდა..."

კვარაცხელიამ "კალიარის" პირველ წრეში გამარჯვების გოლი გაუტანა

Sportall.Ge

ლეგენდარული კლაუდიო რანიერის გუნდი გასავარდნ ზონაშია. წინა ტურში "კალიარის" "უდინეზესთან" ქულა "ნაპოლიდან" სეზონის ბოლომდე აყვანილმა ჯანლუკა გაეტანომ მოუპოვა. ზემოხსენებულ პირველ დაპირისპირებაში გაეტანო ნეაპოლელთა რიგებში თამაშობდა, თუმცა თავს ვერაფრით გვამახსოვრებდა.

თუკი მაცარი კვარაცხელიას ფლანგიდან ცენტრში გადაწევაზე ჩამოყალიბდა, თუკი ლინდსტრომი მარცხნივ თავს მშვენივრად გრძნობდა, კალცონა მსგავს თემებზე რამდენად იფიქრებს, ჯერ არავინ იცის. ისე ჩანს, ნახევარდაცვაში ტრაორემ მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა მიიღოს; როტაციის პრინციპით (თუკი მწვრთნელი ამაზე ფიქრობს), მარცხენა მცველის პოზიციაზე ახლა რუის ველით, ცენტრში კი ჟესუსი ნათანმა უნდა ჩაანაცვლოს. დისკვალიფიცირებულ კაპიტან დი ლორენცოს მაცოკი შეცვლის.

ნეაპოლელებს კალიარელებთან თითქმის არასდროს უჭირთ. რაც შეეხება ხვიჩას, მან "ვერონას" ორივე მატჩში გაუტანა და იმედია, ამას "კალიარისთანაც" შეძლებს.

შეხვედრას 39 წლის ლუკა პაირეტო განსჯის. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე ისეთ არბიტრებს ამწესებენ, მათ დაპირისპირებებში ნაკლებად რომ გვინახავს. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასთან" საპასუსო დუელამდე "ნაპოლი" კიდევ 3 გუნდს შეხვდება, მათ შორის კი, ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

alt"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფსიქოლოგი აიყვანე. აშკარად გამოგადგება ყველაზე მეტად. თუ არც ამას გაითვალსიწნებ, არაა პრობლემა. წინაზეც არ გაითვალისწინე და შედეგებს ხედავ.
სიმართლე
20:09 25-02-2024
0
სანიოლი თუ ყველაზე კარგად შეარჩევდა კვარაცხელიას პოზიციას, არ მეგონა

მწვრთნელის დავალებით დღეს აშკარად მეტს მუშოაბს დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც და ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებს, სახეზე კი ჩამქრალია
ზვიადი
18:24 25-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული