"ნაპოლის" ნაადრევი მატჩი - როცა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა...

AutoSharing Option
ფეხბურთელები და გულშემატკივრები ისევ "ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩის ემოციების ქვეშ არიან; ხვიჩა კვარაცხელიას მოედნიდან ნაადრევად გასვლასა და მის რეაქციაზე დიდი მსჯელობა არ წყდება. სავარაუდოა, რომ მწვრთნელი კალცონა "კვარას" ინდივიდუალურად გაესაუბრებოდა, მათ გასაცნობად დრო თითქმის არ ჰქონიათ. "ნაპოლიმ" საშინაო ასპარეზზე ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს და 26-ე ტურში (სულ 38 ტარდება) სერია "ბ"-დან კიდევ ერთ აღზევებულ გუნდს, "კალიარის" ესტუმრება - დღეს, 25 თებერვალს, 18:00 საათზე.

ბოლო შეხვედრაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად განსაკუთრებული ურთიერთქმედება ვერ დავინახეთ. ახლად დანიშნული მწვრთნელის
ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მისი მიღწევა უნდა იყოს. პირველი წრის მატჩში (16 დეკემბერს) ნეაპოლელებმა ხვიჩას გოლით (2:1) გაიმარჯვეს, რაშიც ნიგერიელის წვლილი დიდი იყო. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მაშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ - "გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა... კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა - კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის ასე ფიქრობდა..."

კვარაცხელიამ "კალიარის" პირველ წრეში გამარჯვების გოლი გაუტანა

Sportall.Ge

ლეგენდარული კლაუდიო რანიერის გუნდი გასავარდნ ზონაშია. წინა ტურში "კალიარის" "უდინეზესთან" ქულა "ნაპოლიდან" სეზონის ბოლომდე აყვანილმა ჯანლუკა გაეტანომ მოუპოვა. ზემოხსენებულ პირველ დაპირისპირებაში გაეტანო ნეაპოლელთა რიგებში თამაშობდა, თუმცა თავს ვერაფრით გვამახსოვრებდა.

თუკი მაცარი კვარაცხელიას ფლანგიდან ცენტრში გადაწევაზე ჩამოყალიბდა, თუკი ლინდსტრომი მარცხნივ თავს მშვენივრად გრძნობდა, კალცონა მსგავს თემებზე რამდენად იფიქრებს, ჯერ არავინ იცის. ისე ჩანს, ნახევარდაცვაში ტრაორემ მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა მიიღოს; როტაციის პრინციპით (თუკი მწვრთნელი ამაზე ფიქრობს), მარცხენა მცველის პოზიციაზე ახლა რუის ველით, ცენტრში კი ჟესუსი ნათანმა უნდა ჩაანაცვლოს. დისკვალიფიცირებულ კაპიტან დი ლორენცოს მაცოკი შეცვლის.

ნეაპოლელებს კალიარელებთან თითქმის არასდროს უჭირთ. რაც შეეხება ხვიჩას, მან "ვერონას" ორივე მატჩში გაუტანა და იმედია, ამას "კალიარისთანაც" შეძლებს.

შეხვედრას 39 წლის ლუკა პაირეტო განსჯის. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე ისეთ არბიტრებს ამწესებენ, მათ დაპირისპირებებში ნაკლებად რომ გვინახავს. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასთან" საპასუსო დუელამდე "ნაპოლი" კიდევ 3 გუნდს შეხვდება, მათ შორის კი, ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

altრატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები...

alt"კალცონას შოკური თერაპია - ასე კვარაცხელიას დავკარგავთ" - რას წერს იტალიური მედია

მკითხველის კომენტარები / 23 /
ფსიქოლოგი აიყვანე. აშკარად გამოგადგება ყველაზე მეტად. თუ არც ამას გაითვალსიწნებ, არაა პრობლემა. წინაზეც არ გაითვალისწინე და შედეგებს ხედავ.
სიმართლე
25 თებერვალი 2024 20:09
0
სანიოლი თუ ყველაზე კარგად შეარჩევდა კვარაცხელიას პოზიციას, არ მეგონა

მწვრთნელის დავალებით დღეს აშკარად მეტს მუშოაბს დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც და ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებს, სახეზე კი ჩამქრალია
ზვიადი
25 თებერვალი 2024 18:24
1
ხვიჩა, შენ ფიქრობ, რომ ეხლა მარტო ხარ? და ნაპოლის გუნდში ბევრს შენი არ ესმით?
ნაწილობრივ, რაღაც გაგებით შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ შენ მორწმუნე ხარ და ყველა მორწმუნე ძლიერია! მე სულიერ სიძლიერეზე მაქვს საუბარი (არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამ სიტყვებს!)
დარწმუნებული ვარ შენ არ შეგეშლება და აუღელვებლად, ემოციების გარეშე სწორად შეაფასებ შენს ირგვლივ ყოველგვარ სიტუაციას, რაც შემდეგში, ხო შემდეგში ყველა გაგებით ძლიერს გაგხდის!
წარმატებები ხვიჩას! და ეს ასეც იქნება...
იქნებ ხვიჩამ წაიკითხოს! თემური
24 თებერვალი 2024 16:42
7
მადლობა თემურ მეგობარო. რომ ჩამოვალ საქართველოში გინახულებ. დალევ რამეს?
ხვიჩა კვარაცხელია
25 თებერვალი 2024 15:19
3
რა შუაშია აქ მორწმუნე ხარ!

მორწმუნე ქილერი ათობით ,შეიძლება უდანაშაულო ს საიქიოში ი ს ტ უ მ რ ე ბ ს! ,მაღალი რანგის საეკლესიო ,პირი , ჯარს ლოცავს (კაცი არ კლა
და..მოუწოდებს ,,მ ო ძ მ ე " მტრები რაც შეიძლება ბევრი და მალე მოკლან!)
ახალგაზრდა ბიჭს კი თურმე უფლება არა აქვს უკმაყოფილება გამოხატოს!
მორწმუნეა ? ალბათ კი მაგრამ ეს მას უფლებას ვერ წაართმევს,უკმაყოფილება გამოხატოს! ორივე ხელის შუა ნ ა თითის ჩვენებით ა ც კი! ბატონო ,,პროფესორო" თემური! და ვინც შენს აზრს იზიარებს¡¡
იცი უკმაყოფილება ერთი ქვეყნის დედაქალაქის ფეხბურთის მოედანზე, ჩვენმა ,,დ ი ნ ა მ ო ე ლ მ ა"
თ ო რ ა ძ ე მ
როგორ გამოხატა?? არ ი ც ი !?
ძალიან ა ც კარგი..
მამუკა
25 თებერვალი 2024 13:40
6
მგონი ამ ავტორის ქვეშ ეგ ყველაზე ნაკლებად უნდა დაიწეროს, რადგან პრევიუ თუ ანალიზო საჭიროა, თანაც კომპეტენტური. ზოგადად, გეთანხმებით, მაგრამ ეგეც ჩვენი, მკითხველების ბრალია, მხოლოდ ხვიჩას სტატიებს ვხსნით და ვეცნობით
ვოოტ-ს
24 თებერვალი 2024 15:24
2
მაცარი არ უნდა გაეშვა ლაურას! გვიან მაგრამ გუნდად აქცევდა ისევ! ეს კარლსონა სულ დააქცევს
ერი
24 თებერვალი 2024 14:55
2
მგონი, ღვთისავარს არ უნდა ეწყინოს, თუ ვიტყვი, რომ ლელო-ში დაიდო ძალიან კარგი და ობიექტური სტატია - კვარაცხელია და მედლის ორი მხარე. პირადად მე, ყველა სიტყვას ვეთანხმები და ვიზიარებ იმ აზრს, რომ ყველაზე მეტად ხვიჩას მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ვნებს... არ შეიძლება, ახალგაზრდა კაცის ყველა საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ნიუსი და ჭორ-მართალი ყველგან განხილვის მთავარი თემა იყოს და გამორიცხულია, რომ ეს მის ფსიქიკაზე არ აისახოს... აქ უსაქმური ტიპები ლამისაა კომენტარებში გაუძვრნენ ერთმანეთს ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო და წარმოიდგინეთ, ხვიჩას რამდენის ატანა უწევს, თქვენ გაუძლებდით?!...
ვოოტ
24 თებერვალი 2024 14:16
4
ღვთისავარს ალბათ არ ეწყინება,რადგან ეს საყვედური,ყველაზე ნაკლებად,სწორედ მას ეხება.დანარჩენში, შენ გვერდით ვარ.მართლაც ძალიან "ვგრუზავთ",ხვიჩას.არც ამდენი ხბოს აღტაცებით დითირამბების ფრქვევაში გადაჭარბებაა საჭირო და არც ეს შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ლანძღვა გინება შეიძლება,ადამიანს ყველაფრის სურვილს რომ უკლავს.ზომიერებაა საჭირო ქებაშიც და კრიტიკაშიც.განსაკუთრებით,ეს კრიტიკას ეხება,რადგან არაკეთილგანწყობილი კრიტიკა,რომელიც ჩვენში ცხოვრების ყოველდღიურ წესად გადააქციეს, მავანმა მედიასაშუალებებმა,უკვე რიგით მოქალაქეებშიც მკვიდრდება და ყველას უწამლავს ცხოვრებას.საერთოდაც,თუ რაიმე არგუმენტი არ გაქვს და ისე ამბობ რაიმე ცუდს,ამას ლანძღვა ჰქვია და არა კრიტიკა.
სოსო
25 თებერვალი 2024 15:52
0
სკამზე დასმა მოუხდება, მაგას და ყველა სხვას ვინც ხელების შლას დაიწყებს. დაეშვებიან მიწაზე
gzp
24 თებერვალი 2024 13:19
32
საინტერესოა, თუმცა გამოიყენება "ახლად დაქორწინებული წყვილი", "ახლად აღმოჩენილი გარემოებები", "ახლად აშენებული ბინები", "ახლად შეძენილი ნივთი"
მანფრედ კალცს
24 თებერვალი 2024 12:30
2
ხვიჩას ძაან ვიწრო საახლობლო წრიდან ვიგებთ რომ, ხვიჩა ძაან განიცდის დროის(თვეების) გასვლის პარალერურად რომ მისი მეუღლე არაწ ფეხმძიმედ.( ძაან უნდა თურმე შვილი) და რაც მეტი დრო გადის ნერვიულობა ეტყობა. და ვინმემ დაელაპარაკოს რომ ეგ აღარაა სანერვიულო მედიცინის დღვანდელი განვიათარბის პირობებში.ნუ თწვისთავს რო არ გავს ფსიწოლოგიურად ფაქტია. და…
Naomi
24 თებერვალი 2024 12:20
23
გცხვენოდეს ამ კომენტარის დაწერის გამო,,მიკვირს რატო მოგდით თავში ესეთი აზრები??ეს რო შენი მოგონილია მაგას ბავშვიც მიხვდება,,ალბათ ცოტახანში დაწერ როცა არ მისდის თამაში ნაჩხუბარია მეუღლესთან და როცა რიგდებიან მერე კარგად თამაშობსო,,რა ვიწრო საახლობლოდან იცი ჯერ იმ კაცის დედას შევეცი ვინც შენ მაგაზე გელაპარაკა
gel-100
24 თებერვალი 2024 20:20
2
პაპუნაშვილმა აშკარად მოუმატა და მგონი ღირს ნაკრებში მისი გამოძახება, კვარას დისკვალიფიკაციის ფონზე! რაც შეხება კვარას, კვარა ნაკრებში ყოველთვის მზადაა!
kaxa
24 თებერვალი 2024 12:16
9
შესანიშნავია. ასმათანავე გაცნობებთ, რომ გაგუნაშვილმა და ფაფუნაშვილმაც მოუმატეს და დავაყენოთ ნაკრებში კვირკველიასთან ერთად.
ბ. დილანიშვილი
24 თებერვალი 2024 12:34
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული