მიქაუტაძემ მაგარი გაიტანა - მისი გოლი (გოლები) მარტში ნაკრებში გვჭირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 23-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მეექვსე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა - მეცამეტე წუთზე მცველს ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და თავისი აღმზრდელი კლუბის კარი დალაშქრა. თუმცა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ალექსანდრ ლაკაზეტმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და შეცვლაზე შესულმა საიდ ბენრაჰმამ თავისი გუნდი დააწინაურა. აქედან მოყოლებული მასპინძლები იერიშებზე გადავიდნენ, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მორიგი მარცხი განიცადეს.

სასიხარულოა, რომ მიქაუტაძემ უგოლო სერია
შეწყვიტა და მის გოლებს მარტში საქართველოს ნაკრებში ველით.

„მეცი“ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 3 მარტს გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ლიონი 1:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (13), 1:1ლაკაზეტი (45+1), 1:2 ბენრაჰმა (60)

altარა და არ შევიდა ბურთი კარში - მიქაუტაძემ ვერ გაიტანა და "მეცი" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული