ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში შევიდა შეცვლაზე - "უოტფორდი" სახლში დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ჰადერსფილდთან“ 1:2 დამარცხდა.

არადა, "უოტფორდი" თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მაორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 27-ე წუთზე ედუარდ კაიემბეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 6.3.

„უოტფორდი“ 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 2 მარტს გასვლაზე „მილუოლს“ დაუპირისპირდება. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, გიორგის გუნდი პრემიერლიგაში გადასვლისთვის ვერ იბრძოლებს და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ჰადერსფილდი 1:2
გოლები: 1:0 დენისი (55), 1:1 უორდი (71), 1:2 უორდი (83)

altჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" როგორც იქნა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოდი ვიყვეთ ობიექტური..ყველა ქართველს სურს ჩაკვე და სხვებიც ტოპ ლიგაში ან საშუალო დონის გუნდშის ძირითადში..მაგრამ ვერც ეს..ვერც დავითაშვილი..ვერც ლოჩოშვილი ვერ გაუმჯობესდა..ყველას მწვრთნელი როგორაა უვარგისი..ლოგიკა სადაა..რა არაევროკავშირი..17..19 წლისანი უკვე დონეს დებენ..ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ფეხბურთის ტემპზე..ფიზიკურ სიძლიერეზე რომელშიც კვარაც კი მოიკოჭლებს..ასე რომ ვუსურვოთ მეტი შრომა და წარმატებები..
კიეზა
12:51 25-02-2024
1
უბრალოდ სუსტი გუნდია უოტფორდი, მწვრთნელის შეცვლამ იქნებ უშველოს. ზოგადად არ მივესალმები მეორე ლიგებში ჩაკვეტაძის და დავითაშვილის დონის ფეხბურთელების გადასვლას, მაგას ჯობია აღმოსავლეთ ევროპაში მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებში გადასვლა. კარლსრუეც ძალიან სუსტია, 7 თამაში ჩაატარა ზივზივაძემ 8 გოლი უკვე გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ახლა ეს ნორმალურია, რომ 24 თამაშის ჩამტარებელ ფეხბურთელებზე მეტი 7 თამაშის ჩამტარებელმა ახლად გადასულმა სათადარიგო სკამის ფეხბურთელმა გაიტანა? არაევროკავშირელის სტატუსი ძალიან ცუდად მოქმედებს ყველანაირ დასაქმებაზე ევროპაში.
სიმენონი
11:32 25-02-2024
7

სიახლეები პოპულარული