ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში შევიდა შეცვლაზე - "უოტფორდი" სახლში დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ჰადერსფილდთან“ 1:2 დამარცხდა.

არადა, "უოტფორდი" თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მაორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 27-ე წუთზე ედუარდ კაიემბეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 6.3.

„უოტფორდი“ 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 2 მარტს გასვლაზე „მილუოლს“ დაუპირისპირდება. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, გიორგის გუნდი პრემიერლიგაში გადასვლისთვის ვერ იბრძოლებს და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ჰადერსფილდი 1:2
გოლები: 1:0 დენისი (55), 1:1 უორდი (71), 1:2 უორდი (83)

altჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" როგორც იქნა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოდი ვიყვეთ ობიექტური..ყველა ქართველს სურს ჩაკვე და სხვებიც ტოპ ლიგაში ან საშუალო დონის გუნდშის ძირითადში..მაგრამ ვერც ეს..ვერც დავითაშვილი..ვერც ლოჩოშვილი ვერ გაუმჯობესდა..ყველას მწვრთნელი როგორაა უვარგისი..ლოგიკა სადაა..რა არაევროკავშირი..17..19 წლისანი უკვე დონეს დებენ..ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ფეხბურთის ტემპზე..ფიზიკურ სიძლიერეზე რომელშიც კვარაც კი მოიკოჭლებს..ასე რომ ვუსურვოთ მეტი შრომა და წარმატებები..
კიეზა
25 თებერვალი 2024 12:51
1
უბრალოდ სუსტი გუნდია უოტფორდი, მწვრთნელის შეცვლამ იქნებ უშველოს. ზოგადად არ მივესალმები მეორე ლიგებში ჩაკვეტაძის და დავითაშვილის დონის ფეხბურთელების გადასვლას, მაგას ჯობია აღმოსავლეთ ევროპაში მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებში გადასვლა. კარლსრუეც ძალიან სუსტია, 7 თამაში ჩაატარა ზივზივაძემ 8 გოლი უკვე გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ახლა ეს ნორმალურია, რომ 24 თამაშის ჩამტარებელ ფეხბურთელებზე მეტი 7 თამაშის ჩამტარებელმა ახლად გადასულმა სათადარიგო სკამის ფეხბურთელმა გაიტანა? არაევროკავშირელის სტატუსი ძალიან ცუდად მოქმედებს ყველანაირ დასაქმებაზე ევროპაში.
სიმენონი
25 თებერვალი 2024 11:32
7
ჩემი აზრით, დავითაშვილი ამაზე მაღალ დონეზე ვერ გაქაჩავს. ან ტოპ 5 მეორე ლიგა, ან პოლონეთი, სლოვაკია, უნგრეთი და ა. შ. ეს არის მაგის მაქსიმუმი.
ნიკი
25 თებერვალი 2024 14:00
0
ინგლისში რა ესალმება,სლოვაკეთში რა ესალმება,ბელგიაში რა ესალმება!! ამ ბიჭს სახლში თუ ესალმება.სხვაგან ეს არ ვარგა.არ გამოვა ამისგან არაფერი.
ჯანაშია ვაგნერი.
25 თებერვალი 2024 02:08
13
სხვის კრიტიკას შენ გირჩევნია წერა კითხვა ისწავლო,,წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგიტანია ბიჯო ვის წარმატება-წარუმატებლობაზე საუბრობ?? ახლა არ თქვა ერთი ასო შემეშალა რაიყოო,,ინგლისში არაფერი ესაქმება''ამ წინადადებიდან რო აზრს ვერ გამოიტან და ესაქმებას ნაცვლად ესალმებას წერ რამოდენიმე სიტყვაში იმეორებ თან ესეიგი აზრი ვერ გამოგაქ და სირცხვილით როგორ აძლევ უფლებას საკუთარ თავს სხვა გააკრიტიკო??
gel-100
25 თებერვალი 2024 10:38
2
ესეც ცოლის ბრალია?!
!
24 თებერვალი 2024 22:33
5
ინგლისი არაფერს მისცემს ჩაკვეტაძეს თუ არ დაიკარგა, არა იმიტომ რომ მისი არ მჯერა, არამედ ის ტექნიკური ფეხბურთელია და ტექნიკურ ფეხბურთელს ინგლისში არაფერი ესაქმება!
ლაშა
24 თებერვალი 2024 21:40
28
თუ ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია,ძალიანაც კარგად ესაქმება.
სოსო
24 თებერვალი 2024 22:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული