ლოჩოშვილი არ ათამაშეს - კაცნაკლულმა "კრემონეზემ" "პალერმოსთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
სერია B-ს 26 ტურში „კრემონეზესა“ და „პალერმოს“ მატჩი 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს სერია A-ში დაბრუნების პრეტენდენტები ხვდებოდნენ. კრემონელები მე-16 წუთზე სერნიკოლას გაძევების გამო კაცნაკლულები დარჩნენ, სტუმრები კი 2:0 დაწინაურდნენ. თუმცა მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.

მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

„კრემონეზე“ 47 ქულით მეორე ადგილზეა და 27 თებერვალს გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - პალერმო 2:2
გოლები: 0:1 ბრუნორი (18, პენ), 0:2 რანოკია (44),1:2 კასტანეტი (49), 2:2 კოდა (50)
გაძევება: სერნიკოლა (16,
კრემონეზე)

მკითხველის კომენტარები / 3 /
Am bichze iklaavt tavs nakrebshio? Utamashebeli seria B motamasheze? Azri daatanet plus amaze bevrjer poziciurad aravin cdeba
2
ლოჩოშვილი სახიფათო ფეხბურთელია, პირველ რიგში უხეშია, (კასტალომი) და მთავარი საგოლე შეცდომებს უშვებს. ბოლოს ნაკრებში, არაფრისგან აიკიდა ჯარიმა. ჩააწოდეს და გაიტანეს. ანუ, არაფრისგან მოწინააღმდეგეს საგოლე შანსი მისცა. ეგ არ არის ქართული ფეხბურთი. ასე ქართველები დაცვაში არ თამაშობდნებენ. ასე ქართველებს შეტევაში გვეთამაშებოდნენ.
მწარე
22:00 24-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული