სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცხრამეტე მატჩში მესამე გოლი გაიტანა „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მას სამი თვე მოუწია უქმობა.

"ბაზელმა" 25-ე ტურში სტუმრად 2:0 სძლია „ივერდონს“, სიგუამ 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს.

„ბაზელი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 თებერვალს თასის 1/4-ფინალში „ლუგანოს“ უმასპინძლებს.

ივერდონ-ლე-ბენი. „მუნისიპალი“
ივერდონი - ბაზელი 0:2
გოლები: 0:1 სიგუა (37), 0:2 ბარი (83)
გაძევება: დელ ფაბრო (79, ივერდონი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიგუას იმედია მალე ტოპ-5 ის რომელიმე კარგ გუნდში ვიხილათ! ამ ბიჭს მაგისთვის ყველა მონაცემები აქ! ფიზიკურად დიდია და ძლიერია, ამავე დროს კარგი საფეხბურთო ინტელექტი აქვს! აქვს აგრეთვე გოლის გატანის ალღო და პასის კულტურა!
რობი
10:19 25-02-2024
1
ითამაშოს და გაიტანოს გოლები არაბიძესავით, ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩებში მოედანზე მაინც აბურჯანიას და კვეკვესკირი ვიხილავთ.
ნიკი
04:54 25-02-2024
9

სიახლეები პოპულარული