მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში "კალიარიმ" კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში თვალსასეირო ვერ იყო, ნეაპოლელებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, შემდეგ ვიქტორმა რასპადორის პასი გამოიყენა და სკუფეტის კარი დალაშქრა. „ნაპოლი“ უკვე დაეუფლა უპირატესობას, ოსიმენმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი. 72-ე წუთზე კალცონამ „კვარა“ პოლიტანოთი შეცვალა. შემდეგ პოლიტანომ და ასევე შეცვლაზე შესულმა სიმეონემ შანსები ვერ გამოიყენეს, ბოლოს ლუვუმბუმ ჟუან ჟეზუსის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
„ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.
კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 ოსიმენი (65), 1:1 ლუვუმბუ (90+6)
სპალეტი საშუალო დონის მწვრთნელი იყო და ათამაშა კვარა. ამიტომ ვიძახი მნიშვნელობა არ აქვს სად გადავა კვარა
მე კი მინდა ლივერპულში მაგრამ მაინც.
მთავარია კარგი მწვრთნელი იყოს და ეს დაუმუშავებელი მარგალიტი დაამუშავოს და ნამდვილი ხვიჩა გამოძერწოს
აქვს ამის პოტენციალი
72 წუთი 2-3 კაცი ყოველთვის დასდევდა და ფეხი არ გაანძრევიეს....ჯუღელს და მამამისს უნდა წაეყვანთ სხვა გუნდში გამდიდრება რომ მოინდომეს ...რატო დავწერ კვარაცხელია და ოსიმენი არიან ნაპოლიში გამორჩეულები დანარჩენები ვერა ჩვეულებრივი მოთამაშეები არიან და მოწინააღმდეგეს ყოველთვის ყავს 2 დამცველი..რომ კვარაცხელიას დაუდგნენ..ამიტომ ჯობია გადავიდეს ისეთ გუნდში რომ შეტევაში არც ერთ დამცველს არ ყავდეს მიმაგრებული 2 ყველა ძლიერი რომ არის ეს მიახლოებით.....
დღეს რომ გაიყვანა ხვიჩა იმიტომ შეუტია ნაპოლი თავისუფლად რომ თითო შემტევს ერთი დამცველი ყავდა და უფრო უადვილდებოთ მომენტების შექმნა...სპალეტი ამას კარგად ხვდებოდა და იყენებდა სხვა ბიჭებსაც...შედეგიც მიიღებს.
კვარა ჯობია წავიდეს მაგ გუნდიდან თორემ ძაან მოუკლებს.
მედიას მივმართავ გთხოვთ ამ გვერდზე რომ შემოვდივარ სულ კვარას სტატიები.გეყოთ ყველას გეყოთ ნუ გააფუჭებთ ამ ბავშვსს ....ნათქვამია შეძახილმა ხე გაახმოო.....