არველაძის კაცნაკლული გუნდი ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ საკუთარ მოედანზე „ალანიასპორს“ დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მეტოქემ კომპენსირებულ დროში პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

„ფატიჰ კარაგუმრუკმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 29 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 29 თებერვალს თასის 1/4-ფინალში სტუმრად „გალათასარაის“ შეხვდება.

სტამბოლი. „ოლიმპიატ სტადი“
ფატიჰ კარაგუმრუკი - ალანიასპორი 1:1
გოლები: 1:0 ესერიკი (24), 1:1 კოკა (90+5, პენ)
გაძევება: მენდეში (33, ფატიჰ კარაგუმრუკი)

მკითხველის კომენტარები / 4 /
რამდენიმე ტურში მოუწევს კარისკენ გასვლა.ისე საინტერესოა მართლა მწვრთნელი გონიათ ეს?
27
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული