"სპეციას" 22 წლის მცველი ივა გელაშვილი ტრავმის შემდეგ სერია B-ს 26-ე ტურში, "მოდენასთან" სტუმრად უგოლოდ დასრულებულ მატჩში დაბრუნდა, მაგრამ გააძევეს.
გელაშვილმა ყვითელი ბარათები 27-ე და 35-ე წუთებზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "სპეციას" მწვრთნელმა ლუკა დ’ანჯელომ გააკეთა: "ამაში ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ. გელაშვილი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან ძლიერია, თუმცა, ჩემი აზრით, გამოუცდელობის გამო მცირე შეცდომა დაუშვა. უდავოა, ეს ეპიზოდი მისთვის კარიერაში სასარგებლო იქნება".
"სპეცია" 26 ქულით მე-16 ადგილზეა, სერია
B-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 28 თებერვალს "ფერალპისალოს" უმასპინძლებს. მომავალ დაპირისპირებას ქართველი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
პ.ს. უნდაითქვას რომ საქართველოში მომრავლდნენ უხეში მცველები. არ აქვთ ტაქტიკური განათლება, ხშირად კარგავენ პოზიციას, ვერ იწყებენ შეტევას და თან მოუქნელებიც არიან. ყველაფერს ამის გადაფარვას ცდილობენ ფიზიკური ძალით და უხეშობით.
დღეს ჩვენში რაგბი ყველაზე კარგადაა განვითარებული და იქ,ვარჯიშისას,ხშირად მსაჯებსაც იწვევენ,რათა მომენტების შეფასების კრიტერიუმები აუხსნან.ყოველი კონკრეტული მატჩის წინ,წამყვანი კლუბები,ამ მატჩის მსაჯის მუშაობის სტილსაც კი სწავლობენ და თამაშისას ითვალისწინებენ.თამაშის დროსაც ყურადღებით არიან,როგორ განსჯის მსაჯი და საკუთარ თამაშს,მის მოთხოვნებს უთანხმებენ.როცა ფეხბურთი თუ კალათბურთიც ამ სიმაღლეზე ავა,ალბათ იქაც დავიწყებთ ასეთ ნიუანსებზე მუშაობას,თუმცა ახლავე რომ დავიწყოთ,ძალიან კარგი იქნებოდა.