იტალიის თასზე „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „მოდენას“ პენალტების სერიაში სძლია.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც პალუმბოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარაცხელია თამაშს ამწვავებდა, ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ბურთს მეკარე გაგნო დაეუფლა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ზეწოლა გააძლიერა, ხვიჩას ეუხეშებოდნენ, ისევ არ დაანება გატანა გაგნომ. მწვრთნელმა კონტემ რასპადორი სიმეონეთი შეცვალა. აშკარა იყო, რომ ცენტრფორვარდის გარეშე ნეაპოლურ გუნდს იერიშების დაგვირგვინება უჭირდა. "კვარას" საჯარიმოში ჩაწოდებებზე პარტნიორები ვერ იხსნებოდნენ. ბოლოს კვარაცხელია საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, რეგლამენტის მიხედვით ექსტრა ტაიმების გარეშე თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც "ნაპოლიმ" გაიმარჯვა. ნეაპოლელთაგან დი ლორენცომ, ნგონჟიმ, სიმეონემ და კვარაცხელიამ გაიტანეს - ერთადერთი პენალტი ჩედირამ ვერ გამოიყენა. მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი ხვიჩას გატანილი გამოდგა, რომელიც ორივე გუნდში ყველაზე აქტიური გახლდათ.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - Sofascore 9.2. flashscore 8.4.

1/8-ფინალში "ნაპოლი" "პარმასა" და "პალერმოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მოდენა 0:0 (პენ 4:3)

გია
ყოჩაღ, ხვიჩა. რომ ურტყავდა მეკარეს უყურებდა და არა _ ბურთს, ეტყობა ჩელეს რჩევა გაითვალისწინა. კარგია, ასე უფრო მეტ პენალტს გაიტანს და მთავარი პენალტისტი იქნება! წარმატებები ხვიჩა!
მიშა
ბადრი გასკდი გულზე?
ბადრი
9,2-ს ჰეთ-თრიკის შემსრულებელს არ უწერენ, რა უთამაშია!
Zaza
მომკალით და დარწმუნებული ვარ ზელინსკიზე არაფრით ნაკლები არ იქნებოდა გიო ჩაკვეტაძე ნაპოლიშიც და სადაც გინდა….
გიორგი
რა მაინტერესებს იცით სათამაშო ბიზნესზე ყური სადღაც არ მოგიკრავთ მაინც?
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
ხვიჩამ კარგად ითამაშა და პენალტიც აუღელვებლად შეასრულა... მერეტმა 2 მოიგერია და გუნდს გამარჯვება მოუტანა!
სოსო
ხვიჩა აშკარად გამორჩეილი იყო, მაგრამ მისი სათრევი რატო უნდა იყოს გუნდი??? აშკარა იყო ოსიმენის არყოფნა და არც შემცვლელი ყავთ ვინმე ნორმალური.... შუა ხაზში ზელინსკის მაგვარი ფეხბურთელის დეფიციტი ძალიან ეტყობა .. სეზონის მანძილზე უფრო დაიხვეწებიან, მაგრამ საეჭვოა ამ შემადგენლობამ ინტერს და მილანს გაუწიოს სრულფასოვანი კონკურენცია
ბუჯანგა
გუნდს არანაირი სიახლე არ ეტყობა ისევ უინტერესოდ ბურტის გორაობა ვერანაირი ტაქტიკყრი სიახლე ვერ დავინახე კვარა კარგია რომაქტიურობს მაგრამ ვისტან გაატამაშოს ბურთი? კონტესადგილას კვატას ავუყვანდი დარტყმების მწვრტნელს ბიჭმააუცილებლად გააუნჯობესოს 7ნდა დარტყმების სიზუსტე და მეავლფეროვნება ეს კრუჩიონნი მოჩლურტვა უკვე მისი დონის ფეხბურტელისტვის უკვე მიუღებელია. ეს კომპონენტი ტუ ვერ გააუმჯობესა განვიტარებაზე საუბარი ზედმეტია წარმატებები მას და გაცილებიტ უკეტესი ხარისხი გვენახოს მის თამაშში
დავით 67
არაფრით განსვავდება ნაპოლი შარშანდელთან შედარებით, ნორმალური მომენტი ვერ შექმნეს, მოდენას მოგებაც შეეძლო თამაშიდან, რომ არა ხარიხა. ხვიჩა როგორც ყოველთვის გამორჩეული იყო. ვფიქრობ პსჟ კარგი იქნებოდა მისთვის. კონტესი ვერ გამიგია თუ მაინც ვერ ყიდიან ოსიმენს, რატომ არ ათამაშებს. ვარჯიშზეც მარტო ვარჯიშობს
გიო
მაგრად უჭირთ ეს იგი მოდენა თუ ვერ მოუგეს
რეალობა
https://youtu.be/Eq4FI3PrU5M?si=Ynwwf7iH5FD1x9yl
საბურთალო
ნაპოლი ლავრენტას ადამიანობის ხარისხის დარჩა, საშუალოზე დაბალი დონის . ხვიჩა ცოდოა მანდ.....
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
კვარაცხელიამ პენალტი წესების დარღვევით გაიტანა? - "მოდენას" მეკარის პროტესტი და იტალიელი მსაჯის პასუხი [VIDEO]
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
ლოჩოშვილს ორი თურქული ვარიანტიდან ერთი ჩაეშალა - საქართველოს ნაკრების მცველს მსურველი იტალიიდანაც ჰყავს
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
"ნაპოლი" სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს - სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
"კრემონეზემ" ლოჩოშვილის გარეშე ურთულესი მატჩი მოიგო
გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს - ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა ხვიჩა "მოდენასთან"
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა