"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
ამას უთხარით დაითვალოს ამ სეზონში რამდენჯერ მომტვრიეს ფეხები და აშკარა ჯარიმები უყურადღებოდ, რომ დატოვეს მსაჯებმა სირიკოზა დელაურენტისის ახირების ფანტაზიების გამო ყველა დაუცველია ნაპოლიში...
ლაშა
01:01 28-02-2024
1
მუხლში ის ძალა აღარ აქ ბრატ და იმიტომ ვეღარ ატყუებს:)ორ ფრონტზე შრომობს ბიჭი აცადეთ:)
გიორგი IV
07:20 27-02-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული