"ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

"მგონი, დროა, "ნაპოლის" ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით, რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?", - განაცხადა კარეზამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

alt"კარი ღიაა, მშვიდობით, ამას კვარაცხელიასგან არ ვიმსახურებთ" - Areanapoli პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით გამოხატავს

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
ამას უთხარით დაითვალოს ამ სეზონში რამდენჯერ მომტვრიეს ფეხები და აშკარა ჯარიმები უყურადღებოდ, რომ დატოვეს მსაჯებმა სირიკოზა დელაურენტისის ახირების ფანტაზიების გამო ყველა დაუცველია ნაპოლიში...
ლაშა
28 თებერვალი 2024 01:01
1
მუხლში ის ძალა აღარ აქ ბრატ და იმიტომ ვეღარ ატყუებს:)ორ ფრონტზე შრომობს ბიჭი აცადეთ:)
გიორგი IV
27 თებერვალი 2024 07:20
6
როცა ატყუებდა ეგოისტი ეძახეთ და მალე ნახავთ სხვა მაისურით რაც მალე მით უკეთესი კლოპ წასვლამდე გააკეთე კაცური საქმე....
კახა
27 თებერვალი 2024 03:01
4
როცა ატყუებდა არც დაუფასეს და ფეხებსაც ამტვრევდნენ.... ხოდა ნაპოლის გამო არც თავს გაწირავს და არც ფეხებს
ლაშა
27 თებერვალი 2024 02:33
3
ესღა გვაკლდა. ლაურენტისს მოკითხე ნაპოლის გაბანძება, თუ მართლა ჟურნალისტი ხარ.
გიორგი
27 თებერვალი 2024 00:42
3
იქნებ არსენალი უკეთესია ?:))
shalva
26 თებერვალი 2024 23:55
1
მეც გამჩენია ეგ კითხვა ვითომ დაავიწყდა მოტყუებაა? აქ სულ სხვა რამეა და ეს იმ ჯუღელმა კარგად იცის რაც ხდება და რასაც ვამბობ, ბიჭი 10 თამაშია კაცი არ მოუტყუებია არ გაუმწვავებია და უკან პასები არაა დამაკმაყოფილებელი,რაღაც ჩაგვიქრა კვარა თამაშსაც ვეღარ ვუყურებთ ისე როგორც ადრე არ მინდა ყენიას მჭედლიძის ოქრიაშვილის ჩაკვეტაძის პაპუნაშვილის ჭანტურიას გზას გაყვეს და დაურქვას ერთი სეზონის ფეხბურთელი, მინდა მრავალი წელი ვუყურო მაგრამ როგორც ვატყობ ვერ გაძღა ჯუღელის მუცელი და შენ რაღა გჭირს კვარა შენ ხო ფეხბურთი გიყვარს და არ ფული
გიორგი გელაშვილი
26 თებერვალი 2024 23:28
4
რატომ არ ატყუებს???კარგი კითხვაა.ამას ძირი ჯერ კიდევ სპალეტიდან აქვს,გავიხსენოთ ფეერიული დასაწყისი შარშან,ლივერპულთან,რომ აალაპარაკა მთელი ევროპა.ლივერპულთან განმეორებით მატჩამდე,ზურგის ტრავმა,რომ მიიღო ხვიჩა იყოს ის ხვიჩა რომელიც ალამაზებდა ფეხბურთს.გავიხსენოთ სპალეტის შენიშვნები კვარას მიმართ როგორ მოუწოდებდა ყოველი თამაში მერე,რომ ეთამაშა გუნდურად და ნაკლებად ინდივიდუალურად,ბოლო-ბოლო მიიყვანეს ეს ბიჭი იმ ზომამდე,რომ თვითონაც ჩათვალა საჭიროდ,რომ მიეტოვებინა ის ღირსებები რაც ღმერთმა უბოძა ფეხბურთის სათამაშოდ.ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი შეგუების და გადასხვაფერების.მანამდე თუკი ავტომატიზირებული ჰქონდა მოძრაობები და მოტყუება,ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ორგანიზმში.ამიტომაც არის,რომ ახლა ფინტის გაკეთების დროს იწყებს ფიქრს და არ არის თავის გადაწყვეტილებებში დარწმუნებული.კარგი ისაა,რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი ისევ გააღვიძოს ის თვისებები რომელიც ჰქონდა მას,რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.კი მეორე წრეში გაუტანა კარგი გოლები ატალანტას,სალერნიტანას მარა ეს უკვე ის ინტესიური სახე აღარ იყო როგორც თავიდან.ასევე ვთქვათ ბოლო ვაზნები დაცალა.სპალეტი ტიპიური იტალიური გუნდური ფეხბურთის მიმდევარი იყო და მისთვის ასე გამოკვეყილი სხვებისგან ფეხბურთელი მიუღებელი იყო რა თქმა უნდა,მან პირადი მიზნებისკენ მოქაჩა ყველა და ნაკლებად იფიქრა იმაზე თუ როგორ შეეძლო ეს ბიჭი ექცია უფრო უკეთესად ვიდრე თუნდაც შარშან იყო.ძალიან მინდა ხვიჩა გადავიდეს ბარსაში რადგან ამ გუნდში ყველაზე კარგად იციან ფეხბურთელის სრულად გახსნა.
oto 777
26 თებერვალი 2024 22:48
4
რო ატყუებდა, ხომ დაუფასეთ? მინიმუმ ბოლო 20 წელიწადში კვარა არის სერია ა-ს ერთადერთი MVP და უეფას TOP ათეულის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ წარმატებებს ასეთი დაბალი ხელფასის პირობებში მიაღწია და თან მიღწევების შემდეგაც გროშიც არ მოუმატეს. ამ ჟურნალისტის ლექსიკით რომ ვთქვათ: ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ აკეთებთ ამას, რატომ ითხოვთ ყველაზე მეტს იმ კაცისგან, ვისაც სათადარიგოებზე დაბალი ხელფასი აქვს?!
ქომაგი
26 თებერვალი 2024 21:12
2
აღარ გამოზდის და რა ქნას
!!!!
26 თებერვალი 2024 17:31
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული