შორს და ღრმად აღარ წავიდეთ. ვალტერ მაცარის სამწვრთნელო შესაძლებლობები განსაკუთრებული იქნებ სულაც არაა, მაგრამ ის აკვირდებოდა უახლოეს როგორც კარგ, ისე ცუდ გამოცდილებას,
ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებს, რატომ უნდა აეწყოს ყველაფერი ხვიჩაზე ან გასულ სეზონში როგორ ახერხებდა ამხელა წარმატებასო. დიახ, დავუშვათ, გამოგყვებით ლოგიკაში. ფეხბურთელს, რა დონისაც უნდა იყოს, მუდამ ერთნაირი პერიოდები ვერ ექნება. ასეთ დროს ყველას მიზანი უნდა იყოს, ლიდერი ძველებურ კონდიციებში დააბრუნოს. უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ ვწერთ, რომ ის დამოკიდებულებები, რაც ახალ მწვრთნელ კალცონას აქვს, 77-ე ნომრის საუკეთესო ვერსიასთან ვერ მიგვიყვანს. ახლა ეს, რასაც გსურთ, იმას დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი ასეთია. გავიხსენოთ იბრაჰიმოვიჩის ნათქვამი (ფეხბურთელებს არ ვადარებთ), გვარდიოლა მესის ყველა სურვილს უსრულებდა, ფორვარდადაც გადაიყვანაო...
როგორი იყო "კვარა" ბოლო მატჩში? - მწვრთნელის დავალებით აშკარად მეტს მუშაობდა დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებდა, რაც ტაქტიკურ დავალებასაც ჰგავდა. ხვიჩას სახე აშკარად არ უბრწყინავდა და მასში გარკვეული გარემოებების ამოკითხვა შეიძლებოდა.
თუკი კალცონა პრაგმატიზმს "აწვება", ახლა ამის დრო ყველაზე ნაკლებადაა, რადგან ოთხეულში გუნდი სასწაულის ძალით თუ მოხვდება. გავარდნის საფრთხეც არ არსებობს და ამ დროს მეტი რისკი და თავისუფლება უფრო მისაღები იქნებოდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იმის ფუფუნებაც არ აქვს, ლიდერები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ მატჩში დაასვენოს (მიუხედავად იმისა, შუა კვირას შეხვედრაა) და ეს კარგად გამოჩნდა. არაერთხელ დაგვიწერია, რომ მკვეთრად განსხვავებულია, როცა გუნდს ანგარიში მიჰყავს და როცა ჩამორჩენილია. იმ სივრცეების გათვალისწინებით, რაც მატჩის ბოლოს შეიქმნა, კვარაცხელია გატანის რეალურ შანსს მიიღებდა. ობიექტურობისთვის, აქ შეგვიძლია ისიც დავუშვათ, რომ როცა ქართველი მოედანზე არაა, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიან და ეს ნეაპოლელებს დამატებით საშუალებებს აძლევთ, რაც ვერ გამოიყენეს...
მაშინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ამას დავწერდით - როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩას ფორვარდად გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა, "ჯვაროსნებში" არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. დიდი ფეხბურთელობის მიუხედავად, სამწვრთნელო კუთხით გამოუცდელი ფრანგისგან ნამდვილად არ ველოდით, ლიდერისთვის იდეალური პოზიციის შერჩევაზე, მის ხასიათის გამოკეთებასა და შენიშვნების მისაღები ფორმით მიცემაზე ყველაზე მეტად თუ იზრუნებდა და არა იმას იტყოდა, ვერ ითამაშა და შევცვალეო, რაც კალცონამ. მარტის თამაშები ახლოსაა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში "კვარას" დიდი იმედი გვაქვს!..
დამაინც, კვარაცხელიაზე. "ნაპოლის" გოლის ეპიზოდში ჯაკომო რასპადორის პრესინგი და ბურთის მოპოვება შეუდარებელი იყო. ხვიჩამ ეს კომპონენტი მაქსიმალურად უნდა განავითაროს. მეორეა, რომ 77-ე ნომერს ნახევარდაცვამ უნდა მოუხეროხოს, პასი მაქსიმალურად ისეთ ეპიზოდებში მიაწოდოს, როგორშიაც ამ გოლის დროს ოსიმენი იყო. ისევ რასპადორის ვახსენებთ (ზედმეტი არ მოგვივიდეს) - ჯაკომო ცდილობს, ცენტრში შეიწიოს და კარში იმგვარი პოზიციიდან ურტყას, საიდანაც ნაკლებად ხელსაყრელია, მაგრამ ცდად ღირს - ბურთი მაინც არ დაიკარგება და შეტევის კუთხურიდან გაგრძელების შანსი მაინცაა... რამდენიმე მეურვის ქვეშ მოქცეული ქართველისთვის ყველაფერი რთულია, მაგრამ ხვიჩამ ტექნიკირი და დრიბლინგების არსენალი მაქსიმალურად უნდა გაზარდოს, ამ სეზონის პირობებშიც ისე ითამაშოს, გრანდების ინტერესი და ფინანსური მარჟა (მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა) შეინარჩუნოს.
კვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს