ვინ არ გვაძლევს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლებას? - ვერ ვიფიქრებდით, ამას თუ დავწერდით...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ჩასაფრებულები" არ აკლია; ჩვენ სულ ვცდილობთ, ვითარება ობიეტურად წარმოვაჩინოთ, არაერთი კომპეტენტური და სამართლიანი კომენტარიც იწერება. არსებობს მატჩები, სადაც "კვარას" გასაკრიტიკებლად, რაც მის მიმართ კეთილგანწყობიდან გამომდინარეობს, უფრო მეტი გარემოება არსებობს. ამას Sportall.ge-ს მკითხველი ხვიჩაც შესაბამისად მიიღებს, თუმცა ის ვითარება, რაც გუნდში ხდება, გვაიძულებს, აქცენტები სხვა ამბებზე გადავიტანოთ. ეს საერთოდ არაა თავის მართლების მიზნით "ისრების გადატანის" ცნობილი ტაქტიკა...

შორს და ღრმად აღარ წავიდეთ. ვალტერ მაცარის სამწვრთნელო შესაძლებლობები განსაკუთრებული იქნებ სულაც არაა, მაგრამ ის აკვირდებოდა უახლოეს როგორც კარგ, ისე ცუდ გამოცდილებას,
რითაც შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. მაგალითად, ეს დასკვნა იყო ის, ლიდერებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ვითარება შეექნა, ისევ მწვრთნელისა და გუნდის ინტერესებისთვის. ოსიმენს ამ პერიოდში ბევრი გაუცდა (ნიგერიელი თითქოს ძველებურად შემართული არაა), კვარაცხელიასთან მიმართებით კი ვხედავდით, მაცარი როგორ იყო მონდომებული, მისთვის იდეალური პოზიცია და პარტნიორები შეერჩია. ამ გზაზე ბოლომდე ვერც ვალტერმა გარისკა, თუნდაც "მილანთან", სადაც კვარაცხელია მეორე ტაიმში ისევ მარცხნივ დააბრუნა, მაგრამ მცდელობა ბევრი იყო. ამასობაში ისიც გამოიკვეთა, თუკი ადრე ქართველი შედეგიანი ფლანგზე რუისთან ერთად იყო, ახლა მაცოკის მარცხენამცველობა უფრო პროდუქტიულს ხდიდა. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის შედეგიანობის აღდგენამდე ახლა ცოტა დაგვაკლდა...

Sportall.Ge

ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებს, რატომ უნდა აეწყოს ყველაფერი ხვიჩაზე ან გასულ სეზონში როგორ ახერხებდა ამხელა წარმატებასო. დიახ, დავუშვათ, გამოგყვებით ლოგიკაში. ფეხბურთელს, რა დონისაც უნდა იყოს, მუდამ ერთნაირი პერიოდები ვერ ექნება. ასეთ დროს ყველას მიზანი უნდა იყოს, ლიდერი ძველებურ კონდიციებში დააბრუნოს. უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ ვწერთ, რომ ის დამოკიდებულებები, რაც ახალ მწვრთნელ კალცონას აქვს, 77-ე ნომრის საუკეთესო ვერსიასთან ვერ მიგვიყვანს. ახლა ეს, რასაც გსურთ, იმას დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი ასეთია. გავიხსენოთ იბრაჰიმოვიჩის ნათქვამი (ფეხბურთელებს არ ვადარებთ), გვარდიოლა მესის ყველა სურვილს უსრულებდა, ფორვარდადაც გადაიყვანაო...

როგორი იყო "კვარა" ბოლო მატჩში? - მწვრთნელის დავალებით აშკარად მეტს მუშაობდა დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებდა, რაც ტაქტიკურ დავალებასაც ჰგავდა. ხვიჩას სახე აშკარად არ უბრწყინავდა და მასში გარკვეული გარემოებების ამოკითხვა შეიძლებოდა.

თუკი კალცონა პრაგმატიზმს "აწვება", ახლა ამის დრო ყველაზე ნაკლებადაა, რადგან ოთხეულში გუნდი სასწაულის ძალით თუ მოხვდება. გავარდნის საფრთხეც არ არსებობს და ამ დროს მეტი რისკი და თავისუფლება უფრო მისაღები იქნებოდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იმის ფუფუნებაც არ აქვს, ლიდერები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ მატჩში დაასვენოს (მიუხედავად იმისა, შუა კვირას შეხვედრაა) და ეს კარგად გამოჩნდა. არაერთხელ დაგვიწერია, რომ მკვეთრად განსხვავებულია, როცა გუნდს ანგარიში მიჰყავს და როცა ჩამორჩენილია. იმ სივრცეების გათვალისწინებით, რაც მატჩის ბოლოს შეიქმნა, კვარაცხელია გატანის რეალურ შანსს მიიღებდა. ობიექტურობისთვის, აქ შეგვიძლია ისიც დავუშვათ, რომ როცა ქართველი მოედანზე არაა, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიან და ეს ნეაპოლელებს დამატებით საშუალებებს აძლევთ, რაც ვერ გამოიყენეს...

Sportall.Ge

მაშინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ამას დავწერდით - როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩას ფორვარდად გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა, "ჯვაროსნებში" არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. დიდი ფეხბურთელობის მიუხედავად, სამწვრთნელო კუთხით გამოუცდელი ფრანგისგან ნამდვილად არ ველოდით, ლიდერისთვის იდეალური პოზიციის შერჩევაზე, მის ხასიათის გამოკეთებასა და შენიშვნების მისაღები ფორმით მიცემაზე ყველაზე მეტად თუ იზრუნებდა და არა იმას იტყოდა, ვერ ითამაშა და შევცვალეო, რაც კალცონამ. მარტის თამაშები ახლოსაა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში "კვარას" დიდი იმედი გვაქვს!..

დამაინც, კვარაცხელიაზე. "ნაპოლის" გოლის ეპიზოდში ჯაკომო რასპადორის პრესინგი და ბურთის მოპოვება შეუდარებელი იყო. ხვიჩამ ეს კომპონენტი მაქსიმალურად უნდა განავითაროს. მეორეა, რომ 77-ე ნომერს ნახევარდაცვამ უნდა მოუხეროხოს, პასი მაქსიმალურად ისეთ ეპიზოდებში მიაწოდოს, როგორშიაც ამ გოლის დროს ოსიმენი იყო. ისევ რასპადორის ვახსენებთ (ზედმეტი არ მოგვივიდეს) - ჯაკომო ცდილობს, ცენტრში შეიწიოს და კარში იმგვარი პოზიციიდან ურტყას, საიდანაც ნაკლებად ხელსაყრელია, მაგრამ ცდად ღირს - ბურთი მაინც არ დაიკარგება და შეტევის კუთხურიდან გაგრძელების შანსი მაინცაა... რამდენიმე მეურვის ქვეშ მოქცეული ქართველისთვის ყველაფერი რთულია, მაგრამ ხვიჩამ ტექნიკირი და დრიბლინგების არსენალი მაქსიმალურად უნდა გაზარდოს, ამ სეზონის პირობებშიც ისე ითამაშოს, გრანდების ინტერესი და ფინანსური მარჟა (მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა) შეინარჩუნოს.

altკვარაცხელია ისევ შეცვალეს - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

alt"ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო, კვარაცხელია შესანიშნავი ბიჭია" - კალცონა თავს იმართლებს

მკითხველის კომენტარები / 25 /
ფსიქოლოგია და ფსიქიკა! ადრეც დავწერე და იგივეს ვიმეორებ! ნაპოლიში (ისევე როგორც საქართველოს ნაკრებში) ნორმალური ფსიქოლოგი, თუ მუშაობს!? ყველა მთავარი მწვრთნელი ვერ გამოდგება კარგ ფსიქოლოგოდ! ეს ფაქტია!
მწვრთნელი
26 თებერვალი 2024 12:13
0
ფაქტია, რომ ნაპოლის აკლია ის ფსიქოლოგიური კომპონენტები რაც გამარჯვების მოსაპოვებლად ბონუს შესაძლებლობად შეიძლება ჩაითვალოს. ესენია: გამარჯვებულის მენტალიტეტი, თავდაჯერებულობა და ხანდახან თავისუფლად მოქმედების უფლება. ამ ყველაფერს დამატებული "შაურიანი" მწვრთნელები და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რაც შეეხება კვარაცხელიას თამაშს ყველა მატჩში ასრულებს რამოდენიმე გადაცემას რომელიც პოტენციურად გოლს უნდა მოასწავებდეს მაგრამ... უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე მიუხედავად დავალებული შეზღუდული მანევრებისა(ბურთის "თრევა" არ ოგულისხმება, შორიდან დარტყმები იქნება სწორი). წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს.
გიგი
26 თებერვალი 2024 13:13
2
იტალიური არ ვიცი და მათ მედიას ვერ ვეცნობი,მაგრამ რაც იქიდან სტატიები ითარგმნება,მათი ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,უკვე დროა,ღვთისავარ ანთაძის წერილები თარგმნონ და გამოაქვეყნონ,საკუთარ საიტებზე.
არც ტაქტი ღალატობს,არც ობიექტურობა და არც ინტელექტი.
სოსო
26 თებერვალი 2024 12:23
2
წინა სეზონი ნაპოლიმ 13-14 ფეხბურთელით მოიგო. ვერ დამისახელებთ ტოპ-5 ჩემპიონატის არამცთუ ჩემპიონს, ხუთეულში შემავალ ვერც ერთ გუნდს, რომელსაც ასეთი მწირი და მოკლე სკამი გააჩნდა. სწორედ ეს იყო წინა სეზონის ბოლოს ნაპოლის შეფერხების მიზეზი-ფეხბურთელები გადაიღალნენ. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა, სპორტულმა დირექტორმა, დაცვის ძირითადმა ბურჯმა კიმ მინ ჯემ, მოგვიანებით ლოსანომ და ელმასმა, გაძლიერების ნაცვლად გუნდი კიდევ უფრო დასუსტდა. ამ ყველაფრის მთავარი "შემოქმედი" გახლავთ ამპარტავანი, ძუნწი, ხარბი და ბრიყვი დე ლაურენტისი, რომელმაც "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ უეფას დაუწყო გინება, შედეგად ნაპოლი-მილანის ორ თამაშზე სამსაჯოდ გაამწესეს რუმინელი და პოლონელი მსაჯები, რომლებიც უეფას მსაჯთა კომიტეტის ნებისმიერ დავალებას ზედმიწევნით ასრულებენ. შედეგად მივიღეთ "მილანის" კარში არ დანიშნული პენალტი და "ნაპოლის" საკვანძო ფეხბურთელის გაგდება. დე ლაურენტისის მიერ კონტროლირებადი პრესა დამნაშავეს ხან მწვრთნელებში ეძებს, ხანაც ფეხბურთელებში. ყველა ჭკუიანმა თავის დროზე თავს უშველა. რაც შეეხება ხვიჩას, ასეთ პირობებში და ასეთი მათხოვრული ხელფასით რასაც აკეთებს, თუნდაც ამ სეზონში, მეტისმეტია, ზედმეტია. თუ შეცვლიან დროზე ადრე, ან მეორე ტაიმში შემოიყვანენ, მშვიდად მიიღოს და როგორმე ჯანმრთელად ჩაამთავროს სეზონი. იმედია ნაპოლში ეს მისი ბოლო სეზონია!
ხობარი
26 თებერვალი 2024 23:24
0
მშვიდობა თქვენ მობრძანებას,ამ საიტზე!თქვენი პოსტი,დიდებული პრეზენტაციაა და იმედია,მომავალშიც აქტიური იქნებით.
სოსო
27 თებერვალი 2024 16:52
0
ვერ გავიგე მე ვარ რეგვენი ფეხბურთში თუ ნაპოლის ყველა მწვრთნელი დეგენერატია. კვარაცხელი და ოსიმენი დაცვაში ნოლები არიან, მაგრამ როცა ნაპოლი თავს იცავს თუ ის და ოსიმენი თავიანთი საჯარიმოს გარეთ დადგებიან და მოგერიებულ ბურთს დაელოდებიან, მათთან მინიმუმ მოწინააღმდეგის სამი ფეხბურთელი დარჩება და შეტევებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. ამას მწვრთნელი როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს?
ჟორა
26 თებერვალი 2024 18:49
0
რამდენი საფეხბურთო დოცენტი, პროფესორი, აკადემიკოსი გვყოლია საქართველოში. გასაგებია, როცა გყავს ასეთი კვალიფიკაციური კადრები და არ ასაქმებ ფეხბურთში, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს. თქვენ გგონიათ კვარა არ მამამისი არ აანალიზებენ მის თამაშს, თუ მართლა დაგესიზმრათ რომ ფეხბურთში სადოქტორო დაიცავით?
გიორგი
26 თებერვალი 2024 16:29
8
შენ რატომ ნერვიულობ? პროფესორობის პრეტენზია არავის აქვს, ან ეგ რა შუაშია საერთოდ. შენ წარმოიდგინე, როდესაც გული შეგტკივა ადამიანზე, და ხედავ ხარვეზებს, რჩევის მიცემის სურვილი არის ბუნებრივი. თოფით ადგას ვინმე, ჩემი რჩევა გაითვალისწინეო? შეურაცყოფად რატომ უნდა აღიქვა რჩევა - გინდა მიიღე, გინდა არა. ვინ გაძალებს. ისე, თვითონ და მამამისმა იციან ყველაფერიო, არც ეგაა სწორი, ყველაფერი რომ იცოდნენ, ამდენი პრობლემაც არ ექნებოდა. ზოგჯერ გარედან უკეთ ჩანს რაღაცეები. ხოდა იქნებ გამოადგეს რაიმე მაინც იქიდან რასაც გარედან ეუბნებიან. თორემ ერთის მხრივ უსაგნო ბოღმიან ლანძღვას ან მეორე მხრივ უაზრო ქება-დიდებას და ლამისაა მსოფლიოში საუკეთესოდ გამოცხადებას რა აზრი აქვს ან ვის რაში გამოდგომია ოდესმე?
არტ
26 თებერვალი 2024 17:06
2
მინდა ვუპასუხო არტ-ს: 1)ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, შენობით გელაპარაკოთ. 2)მე არ ვმერვიულობ, მე მეცინება. თუ ამდენი ფეხბურთში ღრმად ჩახედულია, აგერ ბურთი და მოედანი, ტაშს დაგიკრავთ და მადლობას გეტყვით, თუ ხვისდარებს აჩუქებთ საქართველოს. 3) გუცაევმა, სულაქველიძემ, ქორიძემ რომ თქვას რჩევას მივცემო, მესმის. არაპროფესიონალები სხედან ბევრგან და ვხედავთ რა შედეგი გვაქვს სახელმწიფოში. 4) როცა მოყვასს რაიმე პრობლემა აქვს, იმას გამხნევება და თანადგომა სჭირდება. 4) ხვიჩა რომ რეალში, სიტიში, ბავარიაში იყოს, იქ გარემოცვა და დიდოსტატობა შენც გამაღლებს. ხვიჩა იქნება მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავი მრავალი წელი!
გიორგი
26 თებერვალი 2024 23:34
0
სტატიის ავტორს, ისევ თავის მართლებასავით გამოუვიდა შემდეგი პრინციპით - ყველა და ყველაფერია დამნაშავე გარდა კვარასი, ერთადერთი მისი პრობლემა კი ფინტების სიმწირეა..სამწუხაროდ რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად ზუსტად ეგეთი დამოკიდებულება განაპირობებს მეტწილად ხვიჩას რეგრესს და როცა ამ დასკვნამდე მივალთ მეტისმეტად გვიანი არ იყოს... ჯერ იყო და სპალეტის ვუწოდებდით არაპროფესიონალს, პორტუგალიელ რუისაც გადავწვდით ეგ პასებს არ უკეთებსო, გარსიას ყველაფერი მოვიკითხეთ და არც მაცარისთვის დაგვიკლია რამე, ახლა ახალი მწვრთნელის ჯერიც მოვიდა, როგორ შეიძ₾ება ყველა დამნაშავე იყოს?? თურმე შეცვლა როგორ გაუბედეს ეგ ხომ ,,კვარადონაა", დაანებეთ ხალხო ილუზიებში ცხოვრებას თავი და ამ ბიჭსაც მეტად მიეცემა თავისი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა
დათო
26 თებერვალი 2024 14:12
17
ჩემი ღრმა რწმენით ხვიჩას ღრმა ჰიპნოზში შესვლის უნარი აქვს,სომნამბულაა.ეს საფუძვლად უდევს მის დიდ ნიჭიერებასთან ერთად პერიოდულ ჩავარდნებს!ხშირად ექცევა უარყოფით თვითჰიპნოზში!მოუძებნეთ ფსიქოთერაპევტი-ჰიპნოთერაპევტი!
ავთო 1964
26 თებერვალი 2024 15:47
10
ფაქტია გუნდი შავბნელ ბურუსშია გახვეული და ცუდი აურა სუფევს იქ. კალცონამ გუნდს ბურთის მეტად გაკონტროლება მოთხოვა სწორხაზოვანი პასებით რათა ის ქაოტურად არ დაიკარგოს რაც ბუნებრივია გულისხმობს ნაკლები ინდივიდუალურ ქმედებებს ფეხბურტელების მხრიდან და აგერ კვარა დრიბლინგზე/მოტყუებაზე ფაქტიურად არ წასულა ბურთის დაკარგვის შიშით. აქ სწორი ბალანსია საპოვნი, კალცონას დაბრუნებულმა 4-3-3-მა ისევ აუტის ხაზზე "მიასვარკა" ხვიჩა და კარგი პლაცდარმი შეუქმნა ოპონენტებს ისევ იმ სამ კაციან გალიებში გამოკეტონ კვარა რომელსაც ისედაც ართუ სახარბიელო პერიოდი უდგას და მწვრტნელი მეტი თავისუფლად გადაადგილების მაგიერ სიღრმეში პირიქით თვითონ ზღუდავს. არ ვიცი გამოსავალი რა არის უკვე დარღვეულია ხვიჩასა და ნაპოლის შორის ის ჰარმონია და აღმაფრენა რაც იყო, ალბათ ასეთ ვითარებაში წასვლაც ჯობს მაგრამ აქ ბებერ ლავრენტას ყავს "დაჭერილი" კაბალური კონტრაქტით და გუნდის გამოცვლაც ესეთ ვითარებაში რთულად მოსჩანს.
Charley
26 თებერვალი 2024 13:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული