ჩინებული ამბავი: ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა რეალურია - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
calciomercato და La Gazzetta dello Sport-ი იტყობინებიან, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

ზაფხულში კილიან მბაპე "რეალში" გადავა და პარიზული კლუბი მის შემცვლელად, კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) და რაფაელ ლეაოს (მილანი) კანდიდატურებს განიხილავს. აღნიშნულია, რომ ქართველი პსჟ-ისთვის პრიორიტეტულია.

ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 80 მილიონი ევროა.

აღნიშნულ საკითხზე "ჩემპიონატთან" კომენტარი "კვარას" აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა: "ბარსელონა" და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ-კლუბებისგან წინადადებები
არის. შეხედეთ მას! როგორ შეიძლება არ იყოს შემოთავაზებები? მაისში უფრო მეტი გაირკვევა".

მკითხველის კომენტარები / 57 /
ფუი, როგორ მეჯავრება პსჟე? ისეთი დამპალი ფანები ყავთ ულტრასებით სახით, რო თუ ფეხბურთელს თამაში არ გამოუვა, აი მაშინ იციან საზიზღარი სკანდირება და შეტევა! ცოდოა ხვიჩა მაგ ველურებისთვის.
ლაშა
21:58 03-03-2024
1
პსჟ იასნა უკუსვლაა მარა ეხლა მთავარია სადმე გაასწროს გადავიდეს თორე მაგას სკამზე ადგილო დაჯავშნული აქვს… სასწრაფოდ ლუბოი ვარიანტი და წავიდეს …
მათე
18:42 27-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული