საზონოვი შეცვლაზე მე-14 წუთზე შევიდა და პენალტი "აიკიდა" - "რომამ" დიბალას ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 25-ე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „რომასთან“ 2:3 დამარცხდა.

პაულო დიბალამ ჰეთ-თრიკი შეასრულა - „რომაში“ პირველად. არგენტინელმა მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩში 11 გოლი (6 პენალტით) გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 121 გოლია.

რომაულმა გუნდმა მოურინიოს გადაყენების შემდეგ 6-დან 5 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (მხოლოდ "ინტერთან" წააგო) და 44 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

სტუმართა გუნდის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ტრავმირებული მატეო ლოვატოს ნაცვლად მე-14 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 42-ე წუთზე სერდარ აზმუნი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დიბალამ თერთმეტმეტრიანით თავისი გუნდი
დააწინაურა. საზონოვის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 6.1, sofascore 6.0, flashscore 5.7.

„ტორინომ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 36 ქულით მეათე ადგილზეა და 2 მარტს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ტორინო 3:2
გოლები: 1:0 დიბალა (42, პენ), 1:1 საპატა (44), 2:1 დიბალა (57), 3:1 დიბალა (69), 3:2 ჰეისენი (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაუსვრია და ეგ არის....
ეჰ, არც ეს არის დიდი ხვითო...
00:00 27-02-2024
25
ძაან ეტყობა 1)პრაკტიკის არქონა საიდანაც მოსდის ასეთი შეცდომები 2)დაძაბულობაც ეტყობა არაუშავ პირველი სეზონია ზოგ ფეხბურთელს დრო ჭირდება ევროპულ სისტემასთან შესაგუებლად
beqa
10:38 27-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული