საზონოვი შეცვლაზე მე-14 წუთზე შევიდა და პენალტი "აიკიდა" - "რომამ" დიბალას ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 25-ე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „რომასთან“ 2:3 დამარცხდა.

პაულო დიბალამ ჰეთ-თრიკი შეასრულა - „რომაში“ პირველად. არგენტინელმა მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩში 11 გოლი (6 პენალტით) გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 121 გოლია.

რომაულმა გუნდმა მოურინიოს გადაყენების შემდეგ 6-დან 5 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (მხოლოდ "ინტერთან" წააგო) და 44 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

სტუმართა გუნდის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ტრავმირებული მატეო ლოვატოს ნაცვლად მე-14 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 42-ე წუთზე სერდარ აზმუნი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დიბალამ თერთმეტმეტრიანით თავისი გუნდი
დააწინაურა. საზონოვის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 6.1, sofascore 6.0, flashscore 5.7.

„ტორინომ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 36 ქულით მეათე ადგილზეა და 2 მარტს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ტორინო 3:2
გოლები: 1:0 დიბალა (42, პენ), 1:1 საპატა (44), 2:1 დიბალა (57), 3:1 დიბალა (69), 3:2 ჰეისენი (88, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა სათაურია, არ გრცხვენიათ, სხვა ვერაფერი დაინახეთ?
გიზოგ
14:58 29-02-2024
0
პენალტის დროს გამოცდილება არ ეყო, თორემ სხვა ეპიზოდებში კარგად გამოიყურებოდა, იმის ფონზე თუ რამდენ დროს ატარებს თადარიგში, მესამე გოლი მეკარის სინდისზეა საბა რა შუაშია? მასეთ ბურთს მამარდა ათიდან ათს აიღებდა ძალიან მახვილი კუთხიდან გაუტანეს...და კიდევ იტალიურ პრესაში ატყდა ამბავი პენალტი მოახდინაო გეგონება მალდინი და ნესტა არ ახდენდენ პენალტებს:)) მაგ მომენტს არაფერი გადაუწყვეტია მითუმეტეს, მაშინვე გაათანაბრეს ასე რომ ტრაგედიები არაა საჭირო...
Givi
13:57 27-02-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული