იტალიაში საბა საზონოვის ერთ-ერთი მწვრთნელი დააპატიმრეს

AutoSharing Option
Football Italia-ს ინფორმაციით, იტალიურმა პოლიციამ "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტი მიკელე ორეკიო დააპატიმრა.

საქმე ისაა, რომ ორეკიო "რომას" საწვრთნელი ბაზის, "ტრიგორიას" მახლობლად ხეზე იმალებოდა და ბინოკლით "ჯალოროსის" ვარჯიშს აკვირდებოდა, რის გამოც ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.

მისმა ამ თვალთვალმა შედეგი მაინც ვერ მოიტანა. სერია A-ს 26-ე ტურში ტურინელებმა გასვლაზე "რომასთან" 2:3 წააგეს, საბა საზონოვმა კი მე-14 წუთიდან ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბიჭო, კაცი ხიდან ჩამოხსნეს და პოლიციაში წაიყვანეს. ანუ, ძვირფასი ინფორმაცია ვერ მიიტანა დანიშნულების ადგილამდე. :) და რანაირად გამოიყენებდა აბა ტორინო მისი ჯაშუშობის შედეგებს? ამიტომ წააგეს.
ისე, ეპასუხა დათა თუთაშხიასავით - "არავის საქმე არაა საით გავიხედები მე." ბინოკლი ჩემია და საითაც მინდა, იქით გავიშვერო. :)
კოლა
16:00 28-02-2024
1
ციანიდის ამპულა არ ჰქონდა ჩაკერებული საყელოში რომ ჩაეკბიჩა? ცოცხალი რატომ ჩაბარდა მტრის ხელში.
გოგია
15:54 28-02-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული