თუკი მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზე გასვლა უჭირთ, მათი მოწინააღმდეგეები გადარჩენისთვის იბრძვიან. "სასუოლო" შეხვედრას ახალი მწვრთნელით ხვდება, 2.5 წლის შემდეგ დიონისი გაუშვეს და გუნდს ბიგიცა უხელმძღვანელებს. ფავორიტი გამოკვეთილია - ბოლო 21 დაპირისპირებიდან ნეროვერდელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, ბოლო სამში კი ნეაპოლელებს გოლიც ვერ გაუტანეს. ყველაფრის მიუხედავად, კალცონას გუნდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავთ.
"ნაპოლიმ" უკანასკნელი სამი
ამ გუნდებმა პირველ წრეში, აგვისტოში ითამაშეს. რასპადორიმ პენალტი გააფუჭა (მანამდე ნიშნულიდან ოსიმენმა გაიტანა), ხვიჩა კვარაცხელიამ კი დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა.
რაც შეეხება გასულ სეზონს, "კვარამ" ორივე შეხვედრაში გაიტანა, ერთი ძალიან მშვენიერი, ალბათ, სეზონის საუკეთესოდ დასახელებულის შემდეგ ყველაზე ლამაზი გოლი, ვიქტორ ოსიმენს კი ორჯერ გაატანინა. ასე რომ, 2 გოლი, 3 საგოლე პასი - ასეთია ხვიჩას მონაპოვარი უახლოეს მოწინააღმდეგესთან, რომელიც მას ძალიან უფრთხის. მთავარია, ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენებური კარგ ხასიათზე იყოს.
მატჩს 38 წლის დანიელე ჩიფი განსჯის, რომელიც ფეხბურთელებს საკმაოდ ხშირად აფრთხილებს და პენალტის დანიშვნაც არ უძნელდება. როცა ის "ნაპოლის" შეხვედრის მსაჯი იყო ("სალერნიტანასთან"), ქართველს იქ არ უთამაშია.
აქვე ნეაპოლელთა მომდევნო 5 მეტოქეს გეტყვით - "იუვენტუსი", "ტორინო", "ბარსელონა", "ინტერი" და "ატალანტა".
ვინ არ გვაძლევს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლებას? - ვერ ვიფიქრებდით, ამას თუ დავწერდით...
ჩინებული ამბავი: ხვიჩას პსჟ-ში გადასვლა რეალურია - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა
კიდევ ერთხელ - ტრაორე ყველაზე კარგად ეძებს კვარაცხელიას (ისე, დაწყებამდე ამ ორმა ყველაზე მეტად ილოცა