"ძალიან ბედნიერი ვარ" - არველაძემ "გალათასარაის" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ, 29 თებერვალს, თურქეთის თასის 1/4-ფინალში, "ფატიჰ კარაგუმრუკმა" სტუმრად "გალათასარაი" (2:0) დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "კარაგუმრუკის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს წარმატება მივულოცო. ისინი გეგმას ბოლომდე მიჰყვნენ, მეტოქეს საქმე გავურთულეთ, რაშიც ჩვენმა მცველებმა და მეკარემ დიდი წვლილი შეიტანეს, მომენტები კი მაქსიმალურად გამოვიყენეთ.

ნახევარფინალში დაპირისპირება "ტრაბზონსპორთან"? ამ ქალაქში ჩასვლისას ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება. არ აქვს მნიშვნელობა, მწვრთნელის რანგში ჩავდივარ თუ ტურისტის. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, "ფატიჰ კარაგუმრუკი" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო
ცხრილში 29 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

altსუპერსენსაცია - შოთას გუნდმა სტუმრად "გალათასარაის" მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მისი მისვლით,გუნდმა ქულების დაგროვება დაიწყო,თანაც ამას,კაცნაკლული ახერხებდა.ეს ნიშნავს,რომ შოთიმ გუნდის დარაზმვა შესძლო და ახლა ყოველ თამაშში ბოლომდე იბრძვის.თასის აღებისა რა მოგახსენოთ,მაგრამ ცოტა ხნის წინ,თითქოს გასავარდნად განწირული გუნდი,დღეს უკვე საშუალო გუნდის სტატუსის მისაღებად იბრძვის.რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ.
სოსო
01 მარტი 2024 23:12
2
ახლა მაინც დაიჯერეთ რო საუკეთესო ქართველი მწვრთნელია
1.2.3.4.5.6.
01 მარტი 2024 14:10
17
საუკეთესო ქეცბაიაა. ამან ჯერ გაიყვანოს ორჯერ ზედიზედ სოფლური გუნდი ლიგაზე და მერე ვნახოთ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 მარტი 2024 17:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული