დი კანიო: ოსიმენთან და "კვარასთან" ერთად ახლა "ნაპოლის" ყველაფრის გაკეთება შეუძლია

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა პაოლო დი კანიომ ამ გუნდების მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელმაც ივარაუდა, რომ "პარტენოპეი" ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა:

"იმედი მაქვს, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს. იმედია, "ბარსელონას" ბარიერსაც გადალახვს, მაგრამ თუ დამარცხდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მეტი შანსი მიეცემა. რატომ? ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა და მხოლოდ ერთ ტურნირზე იქნება კონცენტრირებული.

გუნდმა თავდაჯერება დაიბრუნა და ოსიმენთან და "კვარასთან" ერთად ყველაფრის გაკეთება ძალუძს. რა თქმა უნდა, დაცვასაც უკეთ თამაში მართებს, თუმცა თუ შეტევა უფრო გამანადგურებელი იქნება, უკანა
ხაზს პრობლემები გარკვეულწილად მოეხსნება. მაგალითად, კვარაცხელიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორი გოლი გაიტანა, რაც "ნაპოლის" "იუვენტუსთან" მატჩის წინ სიმშვიდეს მოუპოვებს.

ოსიმენი გადამწყვეტი, ფუნდამეტური მნიშვნელობისაა. მომწონს ვიქტორი, როდესაც მოედანზე გადის, დამანგრეველია. არ ვიცი, კალცონა ლიდერია თუ არა, თუმცა გუნდი ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნა, რასაც მაცარიზე ვერ ვიტყვი. მგონია, მოვიდა კაცი, რომელიც ფეხბურთელებს იცნობს, სწორ არჩევანს აკეთებს. სამწუხაროდ, გასახდელში ლიდერი არაა. მთავარი გმირი არ ჰყავს. დი ლორენცო დიდი კაპიტანია, მაგრამ ძალიან წყნარია. გასულ სეზონში იქ სპალეტი იყო. ის თავის შეგირდებს მტაცებელ მგლებად გადააქცევდა.

ამდენი მწვრთნელის ცვლილებას არ ველოდი. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ, რადგან ფეხბურთელები სკუდეტოს მოპოვების ეიფორიიდან ვერ გამოვიდნენ, მაგრამ არ მეგონა, თუ საქმე ამდენად ცუდად იყო. შესაძლოა, მესამე მწვრთნელი უფრო წარმატებული გამოდგება.

კვირას დიდი მატჩია. "ნაპოლი" "იუვენტუს" სატურნირო ცხრილში ძალიან ჩამორჩება და ძველებურიად ძლიერი არაა. სიფრთხილე სჭირდებათ, რადგან მეტოქე მაგარი გუნდია. ჭადრაკივით თამაში იქნება, რთული და ლამაზი".

alt"ნაპოლი" "შახტარის" შემტევის შეძენას ზაფხულში შეეცდება

alt"ვერ წარმოიდგენთ, მის შეძენასთან ისე ახლოს ვიყავით" - დე ლაურენტისმა ჰოლანის არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაიხსენა

alt"ალბათ, ყავაზე იყო წასული" - Sky Sport-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე იხუმრა

altამ თვეში ევროპის ჩემპიონატზე გავალთ თუ?! - ფინალისა და კვარაცხელიას მოლოდინში...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთელები თითქოს ამოძრავდნენ და შეტევისკენაც გაიხედეს,მაგრამ ბურთი ამ თამაშშიც საკმაოდ ნელა მოძრაობდა.არც დაცვის პრობლემები წასულა სადმე და დი კანიოს ოპტიმიზმი,უფრო სურვილს ჰგავს,თუმცა ნურც ამ ქართული გუბერნიის გუბერნატორს დავუჯერებთ,ოსიმენი ნულია და ფეხბურთის გატყმაში არა ხართო,რომ გვარწმუნებს.ნაპოლის ამ შემადგენლობას,ევროტურნირების საგზურის მოპოვება,ნამდვილად შეუძლია და კალცონამ მათი დამუხტვა და მიზნისაკენ სწრაფვაში გაერთიანება თუ შესძლო,ამას ნამდვილად გააკეთებს.უახლოესი თამაში იუვენტუსთანაა და ის,საუკეთესო გამომცდელი იქნება.გუნდში ოსიმენი დაბრუნდა და კვარას თუ პოლიტანოს,კარის წინ უკვე აქვთ ჩასაწოდებელი მისამართი.ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.ერთია,როცა პრესინგზე დარბიხარ,ბურთს მოიპოვებ და ხიფათს მაინც ვერ ჰქმნი,მეორე კი,როცა ბურთს მოიპოვებ და ერთი პასით,საგოლე მომენტს ჰქნი,როგორც ხვიჩამ გაატანინა ოსიმენს. პრესინგიც სახალისო ხდება,როცა ამის შედეგად გოლი გაგაქვს.
სოსო
23:03 01-03-2024
0
რაც შეეხება ოსიმენს მისი დონე აფრიკის თასზე გამოჩნდა გავარდნებზე რო წავიდა თამაში ტიპი სუფთა ნოლია. ფინალზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ვინც ამას იყიდის 130 მილიონათ სახოლ რა მაგარს დააბოლებს ლაურენტისი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
19:37 01-03-2024
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული