"ნაპოლი" VS "იუვენტუსი" - კვარაცხელია ტურინელთა დამწუხრებას კიდევ ერთხელ ეცდება!..

AutoSharing Option
დღეს, 3 მარტს, 23:45 საათზე, "დიეგო მარადონაზე" დიდი მატჩია - "ნაპოლი" ისტორიულად ყველაზე არასასურველ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა...

როგორც ნეაპოლელებმა, ასევე ტურინელებმა ბოლო მატჩებში წარუმატებელი სერია დაასრულეს - ერთმა "სასუოლოს" (6:1) "გადაურბინა", მეორემ კი "ფროზინონეს" ისევ გვიანი გოლით (3:2) მოუგო. თუკი "ნაპოლიში" კვარაცხელია და ოსიმენი ბრწყინავდნენ, "იუვეს" მოწინააღმდეგეებს ვლაჰოვიჩის შეჩერება უჭირთ.

ოსიმენმა მე-11 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ათ გოლზე მეტი ზედიზედ ოთხ სეზონში გაიტანა და პირველი დიეგო მარადონას შემდეგ, რომელმაც მსგავს
წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია. ხვიჩა და ვიქტორი კლუბში დიდ ისტორიას წერენ, რომელთა გადაფარვა დიდი ხნის განმავლობაში გაუჭირდებათ.

კალცონას გუნდი საუკეთესო ექვსეულსაც კი სოლიდურად ჩამორჩება, უკვე კი 27-ე ტურია. "კვარასა" და მის თანაგუნდელებს სექტემბრის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი არ მოუგიათ და ამის შანსი "ბებერ ქალბატონთან" აქვთ. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლში ამ გუნდების ბოლო ოთხი დაპირისპირება მასპინძლებმა მოიგეს, ხანგძლივი ისტორიის განმავლობაში კი ეს ზედიზედ ხუთჯერ არასდროს მომხდარა.

"ბიანკონერის" ტიტული მონატრებული აქვს, მაგრამ მიმდინარე სეზონში "ინტერი" დაუნდობელია და დიდი ალბათობით, ეს საქმე გადაიწევს. კვარაცხელიასა და ოსიმენის დიდებული მატჩი ტურინელ გულშემატკივრებს აშკარად შეაშფოთებდათ.

Sportall.Ge

კალცონას ნგონჟე უბრუნდება, კაიუსტე კი ტრავმირებულია. შეტევის სამეულში პოლიტანო უნდა ვნახოთ. "მარადონაზე" ჩატარებულ წინა შეხვედრაში კვარაცხელია შეუდარებელი იყო, გაიტანა და ორი საგოლე მოქმედება შეასრულა, მათ შორის, კუთხურიდან. თუკი ხვიჩაზე ამბობენ, რომ დიდი გუნდების კარში ვერ გააქვს, "იუვე" მათ სიაში ნამდვილად არაა. ქართველი მათი დამწუხრებას კიდევ ერთხელ შეეცდება. მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ამბავია საინტერესო - როცა "კვარა" შედეგიანია, ფაქტობრივად მუდამ, მარიო რუი მოედანზეა. 

ვლაჰოვიჩმა 2024 წელს ტოპლიგებში ყველაზე მეტი (9) გაიტანა. მასთან ერთად შეტევაში კიეზა ან 18 წლის თურქი ილდიზი უნდა ვნახოთ. ფედერიკომ წინა მატჩში ტრავმა მიიღო, ისევე როგორც რაბიომ. მოგეხსენებათ, დოპონგსკანდალის გამო, პოლ პოგბა ხანგძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ასეთივე სასჯელი აქვს ფაჯიოლის, ოღონდ ფსონების განთავსებისთვის.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი (ან ნათანი), ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;

"იუვენტუსი": შჩესნი - გატი, ბრემე, დანილო - კამბიასო, მირეტი, ლოკატელი, ალკარესი, კოსტიჩი - კიეზა, ვლაჰოვიჩი.

შეხვედრას მარიანი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს მაცარის დაბრუნების შემდეგ, "ატალანტასთან" (2:1) მოგებულ მატჩში მოემსახურა, სადაც კვარაცხელიამ თავით გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

altდი კანიო: ოსიმენთან და "კვარასთან" ერთად ახლა "ნაპოლის" ყველაფრის გაკეთება შეუძლია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოლივერა და ანგისას ბურთის გარეშე უნდა ათამაშო))
ზვიადი
00:00 04-03-2024
2
ვერ მოუგებენ იუვენტუსს
დავით 67
17:04 03-03-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული