დიდი გადაადგილებები "ჩელსიში" - სიაში კვლავ მამარდაშვილი და ქართველის ახალი კონკურენტი ლონდონურ გუნდში ტრანსფერში

AutoSharing Option
გავლენიანი The Telegraph გვაუწყებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ჩელსიში" მორიგი დიდი ცვლილებები განხორციელდება.

გუნდს დატოვებს როგორც ზოგიერთი განათხოვრებული ფეხბურთელი, ასევე ამჟამად ლონდონელთა რიგებში მოასპარეზე მოთამაშე.

სიაში არიან რომელუ ლუკაკუ, არმანდო ბროია, იან მატსენი, მარკ კუკურელია, ლუის ჰოლი, ტრევო ჩალობა და კონორ გალაჰერი.

მედიაში უკვე დაიწერა იმის შესახებაც, რომ "სტემფროდ ბრიჯზე" აღარ დაბრუნდება მეკარე კეპა არაისაბალაგა, რომელიც ახლა იჯარით "რეალში" ბურთაობს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ჩელსის" სახელს კვლავ დაუკავშირეს გიორგი მამარდაშვილი.  ინგლისური მედიის BN-ის ცნობით, "არისტოკრატები" "ვალენსიას" ქართველი კიპერის
დამატების სურვილს კვლავ იჩენენ.

ამჯერად ნისლიან ალბიონზე გადაბარგებაში ქართველის კონკურენტი 22 წლის გერმანელი კარის დარაჯი დიანტ რამაი იქნება, ვინაც ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საცოდავობა იქნება მამარდა ჩელსისში
macbook pro
21:42 02-03-2024
3
ყველას აგდებენ მუდრიკის გარდა
ეხ
16:30 02-03-2024
2

სიახლეები პოპულარული