Fussballdaten-ი სპორტულ მიმომხილველ ეკრემ კონურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბაიერნი", რომელიც "ფრაიბურგთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბაიერს" 7 ქულით ჩამორჩა (თან ლევერკუზენელებს 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული), "ნაპოლის" გარემარბით ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა.
აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს აგრეთვე პსჟ და პრემიერლიგის კლუბები (მანჩესტერი, არსენალი და ლივერპული) ავლენენ, თუმცა "ბაიერნის" მიერ ტრანსფერის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქართველის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა, ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ამას გარდა, მიუნხენურ გუნდს ამავე პოზიციაზე ლეროი სანე,
კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი, მატის ტელი და ბრაიან სარაგოსა ჰყავს.
თუ შეგიძლიათ გაარკვიეთ ჩაკვე რატომ არაა დღეს უოტფორდის განაცხადში?