ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „მილუოლთან“ 41-ე წუთზე 0:1 მარცხდება. ამ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებს სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.
"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა მიიღო და ტკივილს გრძნობს. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი სერიოზულად არ დაშავებულა, რადგან ისმაელის თქმით, არ გარისკეს და ამიტომ არ შეიყვანეს განაცხადში.
საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს და იმედია, ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგომას და ჩვენი გუნდის დახმარებას შეძლებს.