
ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „მილუოლთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 44 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 6 მარტს „სუონსის“ უმასპინძლებს.
ლონდონი. „დენი“
მილუოლი - უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ფლემინგი (3)