ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "კარლსრუემ" "გროიტერ ფიურტი" გაანადგურა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში „კარლსრუემ“ სახლში „გროიტერ ფიურტი“ 4:0 დაამარცხა.

დუბლი ორმა ფეხბურთელმა შეასრულა: „აინტრახტისგან“ იჯარით აყვანილმა 20 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა იგორ მატანოვიჩმა და მის ნაცვლად 84-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ფაბიან შლეიზენერმა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.5, flashscore 6.4, whoscored 6.3.

„კარლსრუემ“ ჩემპიონატზე ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 35 ქულით მერვე ადგილზეა და 9 მარტს კილში „ჰოლშტაინს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - გროიტერ ფიურტი
4:0

გოლები: 1:0 მატანოვიჩი (42), 2:0 მატანოვიჩი (78), 3:0 შლეიზენერი (86), 4:0 შლეიზენერი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (54, კარლსრუე)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუდუ თუ ძირითადის ფეხბურთელი არ იქნა მკიდია ამათი მოგებები.
გოგა
14:31 03-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული