მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და საუკეთესო შეფასებები - "მეცმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 24-ე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „ნანტს“ 2:0 სძლია.

მასპინძლები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში კი ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ლამკელ ზეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ.

შესვენების შემდეგ „მეცი“ გააქტიურდა: ჟან ჟაკმა და უდოლმა ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო ცოტა ხანში ქართველის პასით უდოლმა ლამაზი თავურით დალაშქრა ლიაფონის კარი და ბოლონის გუნდმა გაიმარჯვა.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და ანალიტიკურმა
საიტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: whoscored 8.2, sofascore 8.0, flashscore 7.7.

„მეცმა“ ნოემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 10 მარტს „კლერმონს“ უმასპინძლებს.

ნანტი. „ბოჟუარი“
ნანტი - მეცი 0:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (58, პენ), 0:2 უდოლი (60)

მკითხველის კომენტარები / 5 /
აიაქსში გადასვლა შეცდომა იყო მე ჯერ კიდევ როცა დაიწერა პირველად ამის შესახებ მაშინ ვწერდი რომ ამ აიქსში წასვლას მეცში დარჩენა ჯობდა სამწუხაროდ რასაც ვარაუდობდი ზუსტად ის მოხდა ის ნახევარი სეზონი რაც გაატარა აიაქსში არის უბრალოდ დაკარგული დრო მე დარწმუნებული ვარ რომ დარჩენილიყო მეცში დღეს ბომბარდირებში იქნებოდა უკვე და მეციც არ იქნებოდა გასავარდნ ზონაში.
giorgi
00:42 04-03-2024
1
კვარას მერე ყველაზე მეტად ამ ბიჭის მეიმედება ნაკრებში, ტექნიკა აქვს და გოლის ალღო, მერე ჩაკვე რათქმაუნდა, მაგრამ რაღაცნაირად უჭირს ჩაკვეტაძეს გოლის გატანა,ის ძველი ჩაკვეტაძე არა მაინც, ზივზივაძე კიტეიშვილი დავითაშვილი და ამათ უნდა დაუმატო არაბიძე აუცილებლად და კარგი წინა ხაზი გვყავს
გოგა
23:36 03-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული