"შახტარმა" მოიგო - აზაროვი და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში „შახტარმა“ „კრივბასი“ 5:2 დაამარცხა, რომელიც აქამდე ლიდერი იყო.

დონეცკურ გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი 90+1-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე.

„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე მყოფ „დნიპრო 1“-ს 3 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან „კრივბასს“ 2 ქულით და 8 მარტს „კოლოსს“ შეხვდება.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - კრივბასი 5:2
გოლები: 1:0 კონოპლია (10), 1:1 ადუ (20), 2:1 კრისტივი (22), 3:1 ბონდარენკო (69), 4:1 კრისტივი (82), 4:2 სტეცკოვი (86), 5:2 ტრაორე (90+3)
გაძევება:
ილიჩი (87, კრივბასი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული