კვარაცხელიამ გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ამარცხებს.

შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს
გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43)
მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარას წარმატება..თითოეული ქართველის წარმატებაა..ჯანსაღი კრიტიკა მოსულა..და ისიც იმიტომ რომ ეს ბიჭი ღიმილით..ჯიგრიანად და აღმაფრენით თამაშობდეს..მინდა ყოველ თამაშში ფეხბურთით სიამოვნებას ღებულობდეს და ჩვენ ასეთ სიხარულს გვჩუქნიდეს...ეგ ერთი დ ა სხვა მრავალი კვარააა..გამარჯვებით გვევლოს ყველა ქართველს..
კიეზა
04 მარტი 2024 08:01
0
ასეა ეს-ს,სადა ხარ ველოდები შენს კომენტარს!!ახლა აღარ უშლის ცოლი გოლების გატანაში ხელს??
!
04 მარტი 2024 01:51
4
კატასტროფა გუნდია ნაპოლი , განსაკუთრებით დაცვის ხაზი მინიმუმ 5 ბურთი უნდა გაეტანა იუვეს 100% ბი თან. კვარა იმსახურებს ბევრად უფრო ამბიციურ და უკეთეს გუნდში გადასვლას.
ბესო
04 მარტი 2024 01:45
3
მოკითხვა ოთარ კუშანიშვილს და სხვა ქალთმოძულეებს ნეაპოლიდან!!!
ქალთმოძულეებს
04 მარტი 2024 01:27
10
პირდაპირ საქართველოდან❤️
საქართველო უპირველესად
04 მარტი 2024 00:54
2
ქართველების დღეა დღეს! ასე განაგრძე ხვიჩა და მვპ-ც ისევ შენ იქნები, ლაუტაროს ბომბარდირობაც ეყოფა!
ქომაგი
04 მარტი 2024 00:44
4
სულ მილიონი გოლი რომ გაიტანოს, სულ მილიონი ადამიანი რომ დამიპირისპირდეს, მაინც ვიტყვი და ვერ დამადუმებთ! კმარა კვარა!!! (ვარდნა)
სად წევიდა
04 მარტი 2024 00:42
48
ასეთი საზიზღარი როგორ უნდა იყო კაცი
Beqa
04 მარტი 2024 01:46
2
რა საინტერესო ფენომენი ხარ მეგობარო. :) არავინ გადუმებს და არც არავინ გიპირისპირდება.
ვის რაში აინტერესებ რომ.
გოგია
04 მარტი 2024 01:00
2
ყველა გამოხმაურება
Kvaravajooo!!!!fexburti sanaxaobaa da shoua. Shous dgams kvara.daiqoqaa da barsa sheni jeria iuves mere. Ra daryma gaaketaa,sad gatena miwaze daushveblad.
Gia
04 მარტი 2024 00:40
3
გენაცვალეეეეეეე
მანფრედ კალცი
04 მარტი 2024 00:37
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული