სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი „იუვეს“ იერიშებით დაიწყო. კამბიასომ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სწრაფი კონტრიერიშისას კამბიასომ ხვიჩას მაისურზე მოქაჩა და გაზონზე დასცა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მწვრთნელმა კალცონამ ტრავმირებული რაჰმანი ესტეგორით, ხოლო ტრაორე და პოლიტანო ზელინსკით და რასპადორით შეცვალა. აქედან მოყოლებული, თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა და კიეზამ ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე საჯარიმოში ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვიქტორმა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ შესნისგან მოგერიებულ ბურთს რასპადორიმ კარში მიუჩინა ადგილი. „იუვენტუსი“ შტურმზე გადავიდა. რუგანიმ მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან. 90+3-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი შევიდა და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ისევ სძლია "იუვეს".
„ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 კიეზა (81), 2:1 რასპადორი (88)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (88)
მაგარი თამაში გამოვიდა და ეს პირველად იყო,როცა მთელი ნაპოლი,შარშანდელივით ერთ მუშტად შეკრული,ერთი მიზნისათვის იბრძოდა.ბრავო კალცონა!რა თქმა უნდა ნაკლოვანებები ისევ აშკარად ჩანს,მაგრამ გუნდმა განწყობა დაიბრუნა და როცა მიზანს დაისახავ,ამ დროს ფინანსური პრობლემები უკანა რიგში იწევს.ამ განწყობით,გარკვეული გარემოებების დამთხვევის პირობებში,ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაც შეიძლება მოხერხდეს.მსაჯმა იუვეს ორ ფეხბურთელს,ორ შემთხვევაში არ მისცა მეორე გაფრთხილება და ორივეჯერ გააფრთხილებდა,პირველი გაფრთხილებები რომ არ ჰქონოდათ.წესი წესია,თორემ მათ ისეთი დარღვევები არ ჰქონდათ,რომ ჯამში,გაძევების ღირსები ყოფილიყვნენ.ამიტომ ამ ფაქტებს,არც მე გავაპროტესტებდი,განსაკუთრებულად.ხვიჩაზე არაფერს ვიტყვი,ყველამ ვნახეთ როგორ ითამაშა და მხოლოდ ფლანგზე თამაში,,აშკარად მწვრთნელის დავალება იყო.ამ თამაშში შერჩათ,მაგრამ ამდენი შეცდომა უკანა ხაზში,სხვა დროს ცუდად დაუჯდებათ.გაშვებული გოლის ეპიზოდში,ხვიჩა ბოლომდე არ ჩავიდა უკან და მისი პოზიციიდან შევიდა გოლის ავტორი,დაზღვევით კი,არავინ დააზღვია.
ეს ყველაფერი კარგი,ორივეს გვიყვარს ფეხბურთიც,ხვიჩაც და ერთმანეთში მოვრიგდებით,მაგრამ მე ისიც დავწერე,მომდევნო უგოლო მატჩამდე გაჩუმდებიან მეთქი,"გულშემატკივრები" და მაგაში ნამდვილად შევცდი.არსად შემძვრალან და აღმოჩნდა,რომ თუ სუპერგოლი არ გაუტანე,სუპერ გუნდს,თანაც ყოველ თამაშში,მაინც არაფერი ხარ.გამოდის, მართლაც საერთო მიზნით მოქმედებენ და ცდილობენ,სანაკრებო მატჩებისათვის,ფეხბურთელები ფსიქოლოგიური წონასწორობიდან გამოიყვანონ.აქეთ,კაშიაზე გაააქტიურეს ცისარტყელას თემა,იქით მამარდაზე,იქით ზურიკო გაანულეს და აქეთ,მიქაუტაძე.არც კვირკველიას აკლებენ ტალახს(გუშინ,ის მატჩის საუკეთესოდ დასახელდა,თავის გუნდში) და ალბათ დარჩენილ დროში არც სხვებს დაივიწყებენ(ჯაბაც ხომ ფაქტობრივად მათი შხამიანი ენების გამო დაემშვიდობა ნაკრებს).მართული ჩანს ეს პროცესი და ისიც ვიცით,ვისგან.მართალი ხარ გიორგი!მომდევნო თამაშამდე ლაფის სროლის გადადებისათვის დრო აღარ აქვთ,ნაკრების თამაშებამდე ხომ სულ ცოტა დარჩა და დღესვე სჭირდებათ,ბიჭების მწყობრიდან გამოყვანა.
აქვე,არაბიძის თემასაც შევეხები.გიორგი მართლაც კარგად ათამაშდა და ვფიქრობ,მწვრთნელებმა გაფართოებულ სიაში სხვა უნდა გამოიძახონ.ნაკრებში ამდენი ხანია არ ყოფილა და არა მგონია პირდაპირ ძირითადში დაყენება ამ თამაშებში მოხერხდეს,მაგრამ ნაკრებთან ერთად ვარჯიში,მასაც და მწვრთნელებსაც ბევრს დაანახვებს.დღევანდელი არაბიძე ვფიქრობ უკვე სხვა ადამიანია.მან ბევრი ნახა და გადაიტანა,ბევრსაც იფიქრებდა...შეხედვად ნამდვილად ღირს.სხვა თუ არაფერი,შესაძლოა ისე მოხდეს,რომ კონკრეტულ შემთხვევაში,სტანდარტების კარგი შემსრულებელი გვჭირდებოდეს და ამ ამოცანის გადაწყვეტა,ყველაზე კარგად,მას შეუძლია.ყოველ შემთხვევაში,ნახვას წინ რა უდგას?!
https://youtube.com/shorts/NaGPR-Yl7J4?si=nvkJqR4mwrX_iXhF