"ეს თუ თერთმეტმეტრიანი არ არის, რისთვის არსებობს VAR-ი?" - იტალიაში "კვარაზე" უხეშობის გამო აღშფოთებული არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 მარტს, "ნაპოლი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ყოფილი მცველის, პაოლო ზილიანისა და საფეხბურთო მიმომხილველის, მაურიციო პისტოკის თქმით, ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელიაზე მცველმა თამაშის წესები დაარღვია და "ნაპოლი" თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.

"რისთვის არსებობს VAR-ი? მსაჯს არაერთი მომენტი გამოეპარა, კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი აუცილებლად უნდა დანიშნულიყო. აგრეთვე, კამბიასო და ბრემერი არ გააძევა და მაინც მოიგეს“.

მაურიციო პისტოკი (საფეხბურთო მიმომხილველი): "მსაჯმა მეხუთე წუთზე კამბიასოს მიერ კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა. შემდეგ იმავე კვარაცხელიას ხელით დაჭერისთვის კამბიასოს მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. სწორად
რომ ემსაჯა, მატჩი სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა", - განაცხადა პისტოკიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 12 /
100% პენალტი იყო დასანიშნი,ეტყობა მსაჯი ცოტა შერეკილია რომ აუარა გვერდი გადაღებულ ფირს.
დათიკო48
22:52 04-03-2024
2
მალხაზ ჯობავა-ს
ეს კომენტატორები მართლა ცალკე კატასტროფაა.
სანამ ოსიმენი დაარტყამდა, ჩემს შვილს ვუთხარი - იმდენს ითარსება ეს შობელძაღლი კომენტატორი, რომ ვერ გაიტანს ოსიმენი თქო.
ნუ, გასაგებია, რომ პენალტის გაუტანლობის რეალური მიზეზი ქართველი კომენტატორები ვერ იქნებოდნენ, :) მაგრამ მართლა არ მესმის მათი ვითომ ობიექტური პოზიცია, როცა ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
ცნობილაძე მუშაობს კიდევ?
გოგია
16:25 04-03-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული