"კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა... - რა თქვა ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.

პენალტის ეპიზოდი? "ნაპოლის" ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი "გამოსტყუა". ხანდახან
ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. "პარტენოპეი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერი" 57 ქულით მე-2 ადგილზეა.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ვლაგოვიჩს რომ გაეტანა ის ძელს მორტყმული, ვნახავდით რასაც მოიგებდა ნაპოლი.
ალგერი მართალს ამბობს. დააკვირდით კიეზას ვინ აცილებდა მაყარივით გოლის ეპიზოტში? დაცვით კომპონენთში არ ინდომებს/კადრულობს აშკარად.

არ ეკუთნოდა იუვეს წაგება.
gzp
04 მარტი 2024 12:19
51
gzp- გაგება ზალიან პატარა - GAGEBA ZALIAN PATARA- გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის
zaza
04 მარტი 2024 13:31
3
ხვიჩას წაქცევაზე მსაჯს პენალტი რომ დაენიშნა, კამბიასოს უამრავ უხეშობაზე თვალი რომ არ დაეხუჭა და გაეძევებინა, მაშინ "იუვეს" 0:5 მარცხს ვნახავდით. მთავარი ფაქტი და შედეგია.
gzp-ს
04 მარტი 2024 12:53
2
გამწარებული კაცი რას არ იტყვის,თან ვინ გაამწარა 23 წლის ქართველმა, რას იზამ საკუთარ გულშემატკივართან თავი ხომ უნდა გაიმართლო, გენაცვალე ხვიჩა გაიხარე
სვანსკი
04 მარტი 2024 12:00
4
მესი რომ ყოფილიყო ან რონალდო ხომ დანიშნავდა პენალტს,კიეზას გატანილ გოლში ზოგი კვარას ადანაშაულებს მის უკან ორი მცველი სად ჯანდაბაში იყო,ვინც გასაძევებელი იყო ისიც დაინდო მსაჯმა და კვარამ რომ წააქცია მაშინ დაიწყო ხელებით ლაპარაკი მსაჯმა
სვანსკი
04 მარტი 2024 13:24
3
კი მართალი ხარ, მაგრამ 23 წელი რა შუაშია? 23 წელი დღევანდსლ ფეხბურთში ატარად სულაც არ ითვლება და ამაზე ხასგასმას რა შინაარსი აქვს? ან რატომ გგონია ახლა ალეგრისთვის სულ ერთი აერ არის ქართველი გაამწარებს თუ ნიკარაგუელი?
დათო
04 მარტი 2024 12:33
6
ერთ რამეში მართალია ალეგრი - დაცვაში ტაქტიკურად უჭირს ხვიჩას, ვერ არჩევს სწორად ადგილს და ზედმეტ, არასაჭირო მოძრაობებს აკეთებეს. კიეზას გოლშიც კარგად გამოჩნდა ეს
gogi
04 მარტი 2024 12:00
22
გოგი, ჩვენ ვართ ჩვენ!! შენ რას უყურებდი საინტერესოა!!!!
ლიმონა!
04 მარტი 2024 13:53
4
დალოცვილო ხვიჩას უკან სამი კაცი დგას დაცვაში
სვანსკი
04 მარტი 2024 12:40
6
ამასაც მოურინიო დაემართა. სულ ყოველთვის მოგებას რომ იმსახურებდა, მაგრამ აგებდა.
ხვიჩაზე კი თქვა მართალი. გამოსასწორებელი აქვს ეგ კომპონენტი. რა ვუყოთ, ეგეთია თანამედროვე ფეხბურთი. დაცვითი უნარებიც უნდა აიმაღლოს.
კოლა
04 მარტი 2024 11:39
9
გამწარებულმა მაქსიმკამ ობიექტურობა დაკარგა. ოსიმენს ფეხზე დააბიჯეს - მცველს გამოსტყუა პენალტი. ხვიჩას წინა თამაშში ორჯერ გაუმართლა. შემდეგ თამაშში სამჯერ გაუმართლებს.
ქ. გ.
04 მარტი 2024 11:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული