"კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა... - რა თქვა ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.

რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.

პენალტის ეპიზოდი? "ნაპოლის" ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი "გამოსტყუა". ხანდახან
ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. "პარტენოპეი" ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "იუვენტუსს", "ბიანკონერი" 57 ქულით მე-2 ადგილზეა.

altკალცონა: "კვარა" და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

 

altროგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩამ "იუვენტუსს" სახლში ისევ გაუტანა - "ნაპოლიმ" ისევ გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 46 /
ვითომ აკნინებს თავის ჭკუით შეცდომები კიარა ნახევარი გუნდი გაგიყვითლა და გოლი გაგიტანა მეტი რა ექნა
Soso
04 მარტი 2024 14:55
4
ალეგრი ბატონო კვარას კი არა თქვენ გაგიმართლათ, იმიტომ რომ მსაჯმა კვარაზე ერთი პენელტი და ერთი წითელი ბარათი "დაზოგა" - ჩვენც გვაქვს თვალები!!!
ვაჟა მასწ.
04 მარტი 2024 14:25
2
გამწარებულმა მაქსიმკამ ობიექტურობა დაკარგა. ოსიმენს ფეხზე დააბიჯეს - მცველს გამოსტყუა პენალტი. ხვიჩას წინა თამაშში ორჯერ გაუმართლა. შემდეგ თამაშში სამჯერ გაუმართლებს.
ქ. გ.
04 მარტი 2024 11:37
2
ფეხბურთში 100% გოლები არ გადის ხოლმე და ხანდახან მოუხერხებელი პოზიციიდან დარტყმული კი გადის. ადამიანს ფეხში კომპუტერი არ უდგას, თორემ ეს თამაში ყოველთვის ფრედ დამთავრდებოდა. მაგრა გამწარებულა იუვეს მწვრთნელი :)
გიორგი
04 მარტი 2024 13:15
2
კომენტარებში რომ იგრძნობა ქართველი იუვეს ქომაგების ნეგატივი კვარას მიმართ ეგ მაკვირვებს. რეალს ვქომაგობ ბავშვობიდან, მაგრამ ნეტავ შეხვდებოდეს ლიგის რომელიმე ეტაპზე ეხლა კიდევ და გოლებს გაუტანდეს ხვიჩა, ბარსაში რომ გადავიდეს იგივენაირად ვუქომაგებ-არ გავკ... ყველა უცხოურ გუნდს ქართველი როცა თამაშობს და ამ დონეზე.
გულშემატკივარი
04 მარტი 2024 17:24
4
გვეყო გულუბრყვილობა. არანაირი იუვეს ქართველი გულშემატკივრების კომენტარები არ არის კომენტარები რომელსაც გულისხმობ. ხვიჩას წინააღმდეგ შავი პიარის აგორების დავალებას ასრულებენ (ისევე როგორც თოფურიას და დვალიშვილს აუგორეს მყისვე როგორც კი მათმა გამარჯვებებმა ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიეს). ეს ანტიქართული 'კამპანია' გარედან იმართება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობითაც.
გიორგი
04 მარტი 2024 17:52
15
კვარამ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც ამ გუნთან ერთად შეიძლებოდა.რომელმა ითამაშა კვარაზე უკეთესად ?
Footbol
04 მარტი 2024 13:06
3
გამწარებული კაცი რას არ იტყვის,თან ვინ გაამწარა 23 წლის ქართველმა, რას იზამ საკუთარ გულშემატკივართან თავი ხომ უნდა გაიმართლო, გენაცვალე ხვიჩა გაიხარე
სვანსკი
04 მარტი 2024 12:00
4
მესი რომ ყოფილიყო ან რონალდო ხომ დანიშნავდა პენალტს,კიეზას გატანილ გოლში ზოგი კვარას ადანაშაულებს მის უკან ორი მცველი სად ჯანდაბაში იყო,ვინც გასაძევებელი იყო ისიც დაინდო მსაჯმა და კვარამ რომ წააქცია მაშინ დაიწყო ხელებით ლაპარაკი მსაჯმა
სვანსკი
04 მარტი 2024 13:24
3
კი მართალი ხარ, მაგრამ 23 წელი რა შუაშია? 23 წელი დღევანდსლ ფეხბურთში ატარად სულაც არ ითვლება და ამაზე ხასგასმას რა შინაარსი აქვს? ან რატომ გგონია ახლა ალეგრისთვის სულ ერთი აერ არის ქართველი გაამწარებს თუ ნიკარაგუელი?
დათო
04 მარტი 2024 12:33
6
ამასაც მოურინიო დაემართა. სულ ყოველთვის მოგებას რომ იმსახურებდა, მაგრამ აგებდა.
ხვიჩაზე კი თქვა მართალი. გამოსასწორებელი აქვს ეგ კომპონენტი. რა ვუყოთ, ეგეთია თანამედროვე ფეხბურთი. დაცვითი უნარებიც უნდა აიმაღლოს.
კოლა
04 მარტი 2024 11:39
9
კვარას ფლანგზე ნაპოლის ჯერ მარცხენა ნახევარმცველი ყავს, მერე მარცხენა მცველი, ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ ცენტრალურმა მცველმა უნდა დააზღვიოს და მაინც ხვიჩამაც უნდა ითამაშოს მარცხენა მცველის პოზიციაზე? და ამის შემდეგ სწრაფი და მოულოდნელი კონტრშეტევა ვინ უნდა განახორციელოს? საქმე იმაშია, რომ მარცხენა დაცვის ფლანგი თითქმის ცარიელი იყო და კიეზამაც წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა. სად იყო ფლანგელი ნახევარმცველი ან ფლანგელი მცველი? არ შეიძლება ყველა ცენტრში შეყარო და ფლანგები მოაშიშვლო. ნაპოლის საბედნიეროდ იუვენტუსმა მხოლოდ ერთი მომენტი გამოიყენა, რეალი და ტოპ გუნდები ამას არ გპატიობენ
თენგაბი
04 მარტი 2024 12:34
4
კარგი შეფასებაა გოლის ეპიზოდის ნაპოლს თუ უნდა წარმატებული იყოს მეკარე და დაცვა მთლიანათ შესაცვლელია მერეტი თითქოს შეცთომებს ნაკლებათ უშვებს მაგრამ მეკარემ ხანდახან გუნდი უნდა გადაარჩინოს ისე როგორც ამას აკეთებს მამარდა.
გიორგი
04 მარტი 2024 13:33
2
კვარაზე 100% პენალტი რომ არ დანიშნა მსაჯმა,იმას რატომ არ ამბობ ალეგრი ბიჭოოო
გურულო
04 მარტი 2024 12:48
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული