"კვარაცხელიაზე პენალტი არ იყო - "ნაპოლი" მოგებას არ იმსახურებდა" - ფედელეს და ალვინოს ალტერნატიული მოსაზრება

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ "იუვენტუსის" მცველ ანდრეა კამბიასოს მატჩის დასაწყისში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას თამაშის წესები არ დაურღვევია.

"ეს პენალტი არ იყო, არაფერი არ იყო. ვინც Mediaset-ზე პროგრამა "პრესინგს" უყურა, ნახავდა, რომ კვარაცხელიას ეჭირა კამბიასოს ხელი და ფოლი მისი მხრიდან იყო. ყოფილმა მსაჯმა მაურო ბერგოციმ RAI-ზე თქვა, რომ პენალტი იყო? ყოფილი არბიტრი გრაციანო ჩეზარი მიიჩნევს, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო. სერიოზულ ხალხს მტკიცებულებების უარყოფა არ შეუძლია".

Sportall.Ge

სხვათა
შორის, შეხვედრის წინ ფედელემ განაცხადა, რომ "ნაპოლის" რიგებში უცხოპლანეტელია, მას ვიქტორ ოსიმენი ჰქვია და მისი იმედი უნდა ჰქონოდათ.

ჟურნალისტის, კარლო ალვინოს აზრით კი, არც პენალტი იყო, "იუვენტუსს" არ გაუმართლა, ნეაპოლურმა გუნდმა ცუდად ითამაშა და მოგებას არ იმსახურებდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ანუ იმენად აშკარა იყო კვარას წინააღმდეგ დარღვევა, რომ მხოლოდ იმით ამართლებენ კვარა იჭერდაო :))) თავდამსხმელი კარისკენ გაჭრას ცდილობს სა თან მცველს მიათრევს ხელით ხომ - შესაშური ლოგიკაა. ის მაინც გეთქვათ, ბურთი მაინც არ მივიდა კვარას არეალშიო, რაღაც გამართლებას მოუძებნიდა კაცი ამ სუფთა გდებას.
???
04 მარტი 2024 21:15
2
ნაღდად რაღაც სხვა მომენტი ნახეს და გაარჩიეს !
შეიძლება პენალზე იკამათო, მაგრამ - კვარა არღვევდა -ო ?!
რაიო ?!
04 მარტი 2024 20:33
1
ვისაც რა უნდა და როგორც უნდა,ისე ხედავს.ყველა საკუთარი სამრეკლოდან რეკავს.
სოსო
04 მარტი 2024 21:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული