"ხვიჩა "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ..." - ჯუღელის ნათქვამმა იტალიური მედია ისევ ააფორიაქა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა კომენტარი "გაძეტა დელო სპორტთან" გააკეთა:

"ხვიჩა ძალიან გულდაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდს ერთად ვუგულშემატკივრებთ.

რაც შეეხება მის მომავალს, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით და ვნახავთ, რა გამოვა. "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.

კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ შემიძლია, ეს კლუბის პრეზიდენტის საქმეა. მე ხვიჩას კონტრაქტს და სამუშაოს ვიცავ. ყველაფერი მაისის ბოლოს გაირკვევა".

ჯუღელის ნათქვამმა იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. Areanapoli
წერს, რომ 10 მილიონ ევროდ შეძენილი კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 70-80 მილიონია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის არავითარი პუნქტი არ არის შეტანილი, ამიტომ ღირებულება დე ლაურენტისმა უნდა დაადგინოს და ძნელი სათქმელია, რა მოხდება, თუ ქართველში ვინმე 100 მილიონს შესთავაზებს. "ცხელი ზაფხული გველის", - ასკვნის გამოცემა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კვარა" "ნაპოლიში" დარჩება და ოსიმენის წასვლის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აქმდეც ვფიქრობდი რომ კონტრაქტში ვერ იყო რაღაც წესრიგში და თუ მართლა არ არის გამოსასყიდი თანხა მითითებული, მაშინ ეს ყველაფერს ხსნის. ეს კაცი აგენტი კი არა ...ა, მილიონებზე ლაპარაკობს და კაბალაში ყავს ჩაგდებული ხვიჩა. ახლა გასაგებია რატომ არი ლავრენტა მშვიდად. ეს დედააფეთქებული ასეთი რამე როგორ უნდა გაუკეთო ადამიანს, ასეთ კონტრაქზე როგორ უნდა მოაწერინო ხელი. იმ პერიოდში მაქსიმუმ 30 მილიონიან გამოსასყიდზე სულ ხტუნვა ხტუნვით მოაწერდა ხელს ის წუწურაქი ბებერი და აქეთ იქნებოდა ახლა ,,სარზე". როგორ არ გაზრდიდა მერე 15 მილიონამდე ხელფასს ვნახავდით . აგენტი კი არა მზეია მზეიი. ან საერთოდ რომ მოკეტოს?! ვერა?!
ქორ-პარიკმახერი
09:24 07-03-2024
5
როგორც იქნა ათამაშდა ბიჭი, როგორც იქნა ძველი ხვიჩა ვნახეთ, ამ გაუმაძღარმა არსებამ ისევ ფულზე დაიწყო ლაპარაკი,ისევ დაიწყო ინტრიგების ხლართვა შეეშვი ამ ადამიანს ხვიჩა დაგაქცევს ეს არაადამიანი....
Data
00:35 07-03-2024
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული