"ვთხოვე, ჩვევები შეეცვალა, მან კი..." - რა თქვა კალცონამ "კვარასთან" ურთიერთობაზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Cronache di Spogliatoio-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

სრული ინტერვიუ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ჟურნალისტმა ემანუელ კორციმ მისი და კალცონას საუბრიდან რამდენიმე თემა გამოჰყო.

"სანამ სრული ინტერვიუ დაიდება, დაგასპოილერებთ. ყველაზე მეტად მაინტერესებდა, თუ როგორი ურთიერთობა აქვს კალცონას კვარაცხელიასთან. ქართველის შესახებ ყველა დადებითად საუბრობს, მოედანზეც დიდ პატივს სცემენ. ვიცი ისიც, რომ შეყვარებულის მიმართ ძალიან ყურადღებიანია.

რაც შეეხება კალცონას, იტალიელი ძალიან თვითკრიტიკულია. მან "კვარაზე" მითხრა: "ხვიჩას ვთხოვე, რომ დაცვაში ხშირად ჩამოსულიყო, უფრო სწრაფად ემოქმედა. მან ჩემი გაოცება
მოახერხა. ის შესანიშნავი ბიჭია და ჩემი თხოვნა უსიტყვოდ შეასრულა", - განაცხადა კალცონამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" ქომაგებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

altროდესაც უკანდასახევი გზა მოჭრილია - როგორი იქნება "ტორინოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა

alt"ნაპოლის" ერთადერთი ვარსკვლავი კვარაცხელიაა" - იტალიელი მწერალი

altკვარაცხელია თებერვალში "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს კალცონა ნამდვილი შეშა ყოფილა! ! !
aburjga
00:44 09-03-2024
7
Ნახეთ ვინისიუსის პოზიცია თუნდაც ლეიპციგთან თამაშისას, რა იშვიათად ჩადიოდა დაცვაში... Ამიტომაცაა ესეთი პროდუქტიული ეს აგრესიული შიმპანზე.
Დათო
15:49 08-03-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული