"შახტარი" გალიდერდა - დონეცკურ გუნდს ხელს უწყობენ?

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში „შახტარმა“ „კოლოსი“ 3:2 დაამარცხა

ამ მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ „მეშახტეებს“ მე-18 ტურში „ალეკსანდრიასთან“ 0:0 დასრულებულ მატჩში ტექნიკური გამარჯვება 3:0 იმის გამო ჩაუთვალეს, რომ მეტოქემ ფეხბურთელი ივან კალიუჟნი ათამაშა, რომელიც განაცხადში არ იყო შეყვანილი. ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა მიღებულ გადაწყვეტილებას უსინდისო და თავხედური უწოდა და თქვა, რომ დონეცკური გუნდი ნამდვილი ჩემპიონი ვერ გახდება და სტოკჰოლმის სინდრომს აქვს ადგილი.

ერთი რამ ფაქტია, „შახტარი“ პრემიერლიგაში ძველებურად ვერ დომინირებს და ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ხშირად ეხმარებიან. დღევანდელი მატჩიც მათთვის რთულად
დაიწყო, თავიდან მეტოქე დაწინაურდა, შესვენების შემდეგ სადებიუტო გოლით კევინმა ანგარიში გაათანაბრა, მერე ტრაორემ წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კევინმა დუბლი შეასრულა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ტრაორემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

დონბასელთა რიგებში ირაკლი აზაროვი 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი გოჩოლეიშვილი კი განაცხადში არ იყო.

„შახტარს“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40 ქულით უკვე ლიდერია და 12 მარტს „მინაის“ დაუპირისპირდება.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - კოლოსი 3:2
გოლები: 0:1 ილინი (8), 1:1 კევინი (50), 2:1 ტრაორე (65), 3:1 კევინი (88), 3:2 ტრაორე (90+4, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოჩოლეიშვილი ბიჭის მამა გახდა,ბედნიერი მამა ყოფილიყოს!!!
ლადო
22:48 08-03-2024
0
შახტარში თამაშს მგონია ტოპ ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაში ჯობია
ტოტტი
22:20 08-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული