ხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, სტუმრებმა კი პრესინგს მიმართეს. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პარტნიორებმა მეურვეებს ვერ დაასწრეს. შემდეგ პოლიტანომ ხვიჩა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მილინკოვიჩ-სავიჩმა ფეხით მოიგერია. „ტორინომ“ სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა და საპატას მეკარე მერეტმა არ გაატანინა. მერე „კვარამ“ თავით დაარტყა და მილინკოვიჩ-სავიჩმა ისევ არ დაანება გატანა.

მეორე ტაიმი ნეაპოლურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. თუმცა, ქართველმა მესამე
ცდიდან დალაშქრა ტურინელთა კარი. მან ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, რაც ნეაპოლურ კარიერაში მეორედ მოახერხა. სამწუხაროდ, სანაბრიამ ლამაზი მაკრატელათი მალევე გაათანაბრა ანგარიში. „ნაპოლის“ მწვრთნელმა კალცონამ პოლიტანო რასპადორით, ხოლო ზილენსკი ტრაორეთი შეცვალა და „ნაპოლი“ შტურმზე გადავიდა. 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო „ტორინოს“ მცველმა ჯიჯიმ და მის ნაცვლად მოედანზე საზონოვი შევიდა. დარჩენილ დროში ოსიმენს მეკარემ ორჯერ არ გაატანინა, ხვიჩას შორიდან დარტყმულიც მოიგერია, ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 44 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ტორინო 1:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 1:1 სანაბრია (64)

მკითხველის კომენტარები / 46 /
პირველ მომენტში ჯერ უნდა დაეწვინა მცველი და მერე უნდა დაერტყა
giorgi
12:39 09-03-2024
2
მიდი ხვიჩა,ასეთი თამაშები ბარსა, ინტერი, რეალი, ინგლისურ კლებებთან. მეტი უბურთოთ მოძრაობა ბურთის მიღებისათვის,პერსონალურ მცველებს რომ თავგზა აუბნიო, მუდმივი აქტიურობა ფლანგებზე, ბურთის მიღების სურვილით..

მაინც არ შეგვჭამეს ამ მეკარეებმა, ყველა ნაპოლისთან რომ იგიჟებს თავს(?!).
გლახუნა
12:24 09-03-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული