კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

AutoSharing Option
"ტორინოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გუნდით კმაყოფილი ვარ, დომინირებდა და ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და "ბარსელონასთან" შესახვედრად ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავემგზავროთ.

"კვარა"? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა. მარიო რუიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში ფაქტიურად 24 წუთი იყო".

მკითხველის კომენტარები / 22 /
კალცონამ აშკარა შეცდომა დაუშვა ზიელინსკი რომ დააყენა ძირითადში, შემდეგ მეორე შეცდომა დროულად რომ არ შეცვალა! კვარამ კი დაგლიჯა რასაც ქვია! ბრავო კვარა!
რერო
09 მარტი 2024 09:45
3
შარშან პირველი ნახევარი რა კარგი იყო და იმის მერე რა დაემართა.. საერთოდ შეცვლაზე შესვლის ღირსიც არაა ამ თამასით ჟიელინსკი
სახ
09 მარტი 2024 11:34
1
პარალელურად,ბარსელონასაც ვუყურებდი და საბავშვო ბაღი იყო მოედანზე.ლევანდოვსკი,შეცვლაზე შეუშვეს.ბევრი ჰყავთ ტრავმირებული.ნაპოლის მოუქნელი დაცვისა უფრო მეშინია,ბარსას ამ პატარა ბიჭებმა,საჯარიმოში ხვლიკებივით რომ დაძვრებიან,უამრავი ხიფათი შეუძლიათ შეამთხვიონ,თუმცა თუ მათ გამოუცდელობას გამოიყენებს,ნეაპოლელებს უკეთესი შანსებიც კი აქვთ,ამ თამაშში.ყოველ შემთხვევაში,რაც რეალის, ნაპოლისთან კლასში უპირატესობა იგრძნობოდა,ბარსელონასთან ნამდვილად არ იქნება.ოსიმენის შეხვეული მუხლები სხადყოფს რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,თუმცა მაგ თამაშში,თავს არ გაუფრთხილდება და წუხანდელზე მეტად აგრესიული იქნება,ხვიჩა რა ფორმაშიც შევიდა,კი ვნახეთ და პოლიტანოც ბოლომდე დაიხარჯება.ასე რომ,ვფიქრობ მაგარი თამაში გველის.
სოსო
09 მარტი 2024 09:59
2
" "კვარა"? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა.....ანუ, მეო, რასაც კვარა აკეთებს, სულ ჩემი დამსახურებააო...ამ დროს, ყველა ფეხბურთელს, ვინც მოედანს შეცვლის შემდეგ ტოვებს, ხელს ართმევს, კვარას "ვერ ამჩნევს", ორჯერ შეცვალა და ორჯერვე "დაკავებული" იყო სათადარიგოთა სკამთან...
ბესო
09 მარტი 2024 08:52
6
ამირანი-ს

მეგობარო, დასვით ხოლმე სიტყვებს შორის პუნქტუაციის ნიშნები. აზრიც გამართეთ. საკუთარ თავსაც ეცით პატივი და თქვენი კომენტარის წამკითხველსაც.
ჩვენ რომ წავიკითხოთ, ხომ ამისთვის წერთ კომენტარს? მოგვეცით საშუალება, აზრი გამოვიტანოთ.
მარტო თქვენ არ მოგმართავთ. ვცეთ ერთმანეთს პატივი და გასაგები კომენტარები ვწეროთ.
კოლა
09 მარტი 2024 16:38
0
ადმინ,7 კაცა რაგბიზე რომ დაწერეთ,თამაშობენო,იქნებ ისიც გაგვაგებინოთ,როგორ თამაშობენ.რეპორტაჟები არ არის,შედეგები მაინც ხომ შეიძლება გაგვაგებინოთ?!
სოსო
09 მარტი 2024 11:40
0
კალცონას კვარა არ ართმევს ხელს. ჩვენ მეგრელები წყენას ადვილად არ ვპატოიბთ.
მაცი ხვიტია
09 მარტი 2024 11:10
15
მეგრელები კიარა ქართველები ბიჭო,,შენი კუთხე და სოფელი მხოლოდ მაშინ ახსენე როცა კონკრეტულად შეგეკითხებიან მაგის შესახებ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ქართველები უნდა თქვა
gel-100
09 მარტი 2024 12:07
6
ერთი-ორი კვირის წინ ამ მწვრთნელს ყველა ვლანძღავდით...
კალცონა
09 მარტი 2024 11:21
5
რა პრობლემაა?ორიოდე კვირა კიდევ მოიცადე,მოგვწყინდება ქება და ისევ გინებაზე გადავალთ!ტყუილად ვიცით ფეხბურთი,მწვრთნელებზე უფრო კარგად?უბრალოდ,ქვებს,ტალახს და ენერგიას ვაგროვებთ.ჩვენ ხომ ქართველები ვართ!
სოსო
09 მარტი 2024 14:11
5
… აშკარაა, რომ გუნდმა და თავად ხვიჩამაც, ტაქტიკური და მონდომების თვალსაზრისით თამაში შეამჩნევად გააუმჯობესა. ახლა უშეცდომო არავინაა.

მეტყველებს იმაზე, რომ უმეტესობას აქ, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, კომენტარებში ემოციურობა გვჯობნის ან ფეხბურთი მწვრთნელებზე (ზოგ) ნაკლებად გვესმის.
კალცონა
09 მარტი 2024 13:28
0
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
09 მარტი 2024 14:28
2
ჩემპიონთა ლიგის დავემშვიდობა ჰო ნაპოლი?
რეზი
09 მარტი 2024 11:14
11
ნორმალურ ადამიანებს ემშვიდობება საქართველო შენი სახით
გიო
09 მარტი 2024 13:12
3
ვეხმაურებით მეგობრების ჯგუფს კომენტატორების შესახებ.საკითხი დროულია თუცოტა დაგვიანებულიც არა საჭიროა კონკურსის გზით გამოვლინდნენგამარჯვებულები [მსახიობებიდან] თორემ უკვე ჩენი ნაკრების კარში გატანილ პენალტებს გვილოცავენ როგორც ჩვენს მიერ გატანილს. ხოლო ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონ ლევან თედიაშვის აცხადებენ ოთხგზის ჩემპიონად. გაგვაგებინონ საიდან მოიტანეს ტერმინი 'საყრდენი ნახევარდამცველი, ან პლეიმეიკერი, პანდიკაპი ნუთუ არ იციან ქართული რატომ ამახნჯებენ მშობლიურ ენას
მეგობრები
10 მარტი 2024 00:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული