მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა - "ვალენსია" ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თამაში ლამაზი სანახავი არ იყო და მასპინძლები დურომ დააწინაურა. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მატას ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, ბოლოს მარტინსაც არ გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა. გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.1, flashscore 8.0, whoscored 7.9.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40
ქულით მე-8 ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 2 ქულა აშორებს და 17 მარტს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ხეტაფე 1:0
გოლი: დურო (40)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ცალსახად მამარდას ორით მინიმუმ ისეთივე სილამაზის აღება ქონდა, რაც დუროს გოლის სილამაზეს ქონდა! უცებ იმას ვიტყოდი ხვიჩა ხო ვიცით როგორი ტეხნიკური "ანცი" "ცოცხალა" იგროკია..როცა ერთი ერთზე რჩები მეკარესთან უდარი ისიც მეკარის ტანის მიმართულებით თითქოს ალოგიკური რაღაც მოსდის და ამ დროს რაღაცას გულს ტკენს მაყურებელს და რატომ? მაყურებელი უფრო ბედნიერია თუ აცილებაა თავზე გადაგდებული აცდეს ან ცუცურმა ან ფეხებს შორის გაძვრენის დროს გაცუდდეს. როცა ხვიჩა თორე ხის ფეხიანი ვინმეზე ვის მოუვრუნდება სიტყვა...პირველი და მეორე გოლის დრო ხო აღარაა რო აუცილებლად შესაგდები ქონდა და რაღაც ეგ წნეხიც დაძლეული აქ..ერთიც ნაპოლიში თამაშობს მარადონაზე!!
მირო
06:33 10-03-2024
0
ამ მატჩის მეფეც და იმპერატორიც გიორგი იყო. ფაქტიურად გუნდის ნახევარია. რაც ოლივერ კანი იყო 2002-ის მსოფლიოზე გერმანიის ნაკრებისთვის, ისაა მამარდაშვილი ვალენსიასათვის უკვე 2 წელია.
უგო დურო არა...
23:46 09-03-2024
0

სიახლეები პოპულარული