მამარდაშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა - "ვალენსია" ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თამაში ლამაზი სანახავი არ იყო და მასპინძლები დურომ დააწინაურა. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი მატას ორჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, ბოლოს მარტინსაც არ გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა. გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.1, flashscore 8.0, whoscored 7.9.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 40
ქულით მე-8 ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 2 ქულა აშორებს და 17 მარტს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ხეტაფე 1:0
გოლი: დურო (40)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ცალსახად მამარდას ორით მინიმუმ ისეთივე სილამაზის აღება ქონდა, რაც დუროს გოლის სილამაზეს ქონდა! უცებ იმას ვიტყოდი ხვიჩა ხო ვიცით როგორი ტეხნიკური "ანცი" "ცოცხალა" იგროკია..როცა ერთი ერთზე რჩები მეკარესთან უდარი ისიც მეკარის ტანის მიმართულებით თითქოს ალოგიკური რაღაც მოსდის და ამ დროს რაღაცას გულს ტკენს მაყურებელს და რატომ? მაყურებელი უფრო ბედნიერია თუ აცილებაა თავზე გადაგდებული აცდეს ან ცუცურმა ან ფეხებს შორის გაძვრენის დროს გაცუდდეს. როცა ხვიჩა თორე ხის ფეხიანი ვინმეზე ვის მოუვრუნდება სიტყვა...პირველი და მეორე გოლის დრო ხო აღარაა რო აუცილებლად შესაგდები ქონდა და რაღაც ეგ წნეხიც დაძლეული აქ..ერთიც ნაპოლიში თამაშობს მარადონაზე!!
მირო
10 მარტი 2024 06:33
0
ამ მატჩის მეფეც და იმპერატორიც გიორგი იყო. ფაქტიურად გუნდის ნახევარია. რაც ოლივერ კანი იყო 2002-ის მსოფლიოზე გერმანიის ნაკრებისთვის, ისაა მამარდაშვილი ვალენსიასათვის უკვე 2 წელია.
უგო დურო არა...
09 მარტი 2024 23:46
0
Მთლად ისე არ არის რომ კანმა 2002-ში მარტო ათრია გუნდი.
Ჯიმა
13 მარტი 2024 20:55
0
Მთლად ისე არ არის რომ კანმა 2002-ში მარტო ათრია გუნდი.
Ჯიმა
13 მარტი 2024 20:54
0
ძალიან ვგულშემატკივრობ გიორგის, მაგრამ.... ასეთი მახინჯი ფეხბურთი, როგორსაც ვალენსია თამაშობს, ძნელი წარმოსადგენია.
იცით, ძალიან მიკვირს როცა იძახიან - ევროტურნირებზე გავლენ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდებიან.... კი მაგრამ ეს პატრიოტიზმის ნაწილია, თუ უვარგის გუნდს ქომაგობ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თანამემალენი არიან( ნაკრები მაქვს მხედველობაში) ანდა თამაშობს რომელიმე კლუბში.ფეხბურთი სულ არ გაინტერესებთ? ესეც მიტინგი ხომ არ არის?
Walter White
09 მარტი 2024 22:07
19
ყვავსაც თავისი ბახალა უყვარსო!რა,ლამაზია და იმიტომ?არ არის ლამაზი,მაგრამ შვილია,თავისია და ყოველგვარი პირობის გარეშე უყვარს.პატრიოტიზმიც უპირობო სიყვარულს გულისხმობს,მხოლოდ სამშობლოს მიმართ.ამისი ახსნა რომ გჭირდება და პატრიოტიზმი,სალანძღავ ტერმინად მიგაჩნია,ეს ნიშნავს რომ შენი საშველი,თითქმის აღარ არის.დაკარგული ხარ ქვეყნისათვის.სადაც წახვალ,ალბათ არც იმ ქვეყანას გამოადგები,რადგან მორალით,სადაც კარგად ვიქნები,ჩემი სამშობლოც ის არის,საბოლოო ჯამში,მხოლოდ ნავთსაყუდელი ქვეყნის პარაზიტებად იქცევიან.შენი თუ არ გიყვარს,სხვას როგორ შეიყვარებ?!
შესაძლოა ასე მკაცრად არც უნდა მეთქვა,მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია,ზოგიერთს სათქმელი პირდაპირ უთხრა და კუთვნილი ადგილი მიუჩინო.იმიტომაც ვწერ ამას,რომ ეს ერთეული შემთხვევა არ არის და ძალიან ბევრია,ასეთი მახინჯი მიდგომით,თითქოს რომ ამაყობს კიდეც.მაშ როგორ,მე მოღალატე ვარ და ამითი ვამაყობ!მე მძულს სამშობლო და ამითი ვამაყობ!მე ბოზი ვარ და სულაც არ მრცხვენია!მე პიდარასტი ვარ და ამითი ვამაყობ!მე ნამუსი არ მაქვს და ....მე ქურდი ვარ და....ამორალურობა ნორმად გვიქციეს და წესიერება,ანომალიად,ნორმიდან გადახრად!რამდენსაც მივუშვებთ ამ ყველაფერს,იმდენად უარესი იქნება.ასე რომ ვინც ამ პოსტს წაიკითხავს,მინდა კარგად დაფიქრდეს,ამ ყველაფრის შესახებ.აქ პოლიტიკური შეხედულებები არაფერ შუაშია,ნაცების მხარდამჭერებშიც ვიცნობ ძალიან წესიერ და პატრიოტ ადამიანებს და ოცნებაშიც,ისევე როგორც ორივეს რიგებში მრავლად არიან ამორალური ადამიანები.აქ ლაპარაკი ჩვენს ღირებულებებზეა.
სოსო
09 მარტი 2024 23:24
2
ესე იგი როცა შენი ნაკრები თამაშობს, თუ მეტოქე შენზე კარგი გუნდია შენ მას ქომაგობ,იმიტომ რომ მეტოქეს შენზე უკეთესი გუნდი ჰყავს.იდენტიფიკაცია შენთვის არაფერს არ ნიშნავს, უყურებ როგორც უემოციო რობოტი. შენი სხვისი, შენთვის არაფერს ნიშნავს.შენი აზრით სტადიონზე ხალხი დადის არა საკუთარი გუნდის საქომაგოდ, არამედ უკეთესი გუნდის მხარდასაჭერად.გიფიქრია საერთოდ რა დაწერე?
motivatori
09 მარტი 2024 23:22
1
თუ კი სხვსგან თამაშის გარანტიას არ მისცემენ - ჯობს ვალენსიაში დარჩეს . დიდი ისტორიის მქონე გუნდია. ჩემპიონატი კი ერთერთი საუკეთესო. არ დაგვავიწყდეს - რა გზა გაიარა ძირითადის მეკარე რომ ყოფილიყო. წარმატებები მამარდ! ოქროს კაცი ხარ
ხომ ერა
09 მარტი 2024 20:55
1
ბრავო გიორგი!სადაც დასჭირდათ,ყველგან საიმედოდ ითამაშა.უგო დურომ გოლი გაიტანა,ძალიან ტექნიკური დარტყმით და მატჩის საუკეთესოდ ის დაასახელეს,მაგრამ გიორგის როლი,მეტი მგონია ამ გამარჯვებაში.
სოსო
09 მარტი 2024 19:44
1
კარგი მატჩი ჩაატარა მამარდამ,ბრავო!
ქობულეთიდან
09 მარტი 2024 19:41
0
წელს თუ გავიდა ვალენსია ევროპა ლიგაზე,მაშინ 1 სეზონი კიდევ თუ დარჩება გიო არ იქნება ცუდი,თან ევროტურნირების გამოცდილებასაც მიიღებს.
მეზღვაური
09 მარტი 2024 19:31
1
დიახ.
100% ით გეტანხმებით!
ბათუმელი ექსპერტი
09 მარტი 2024 19:48
1
ყოჩაღ, გიორგი. სასიამოვნოდ მოსასმენი ამბავია.
გიორგი
09 მარტი 2024 19:24
1
ხო, ასე ჯობია - ბევრი არ წეროთ მამარდაშვილზე, საშიშია კვარაცხელიას სექტას საფრთხე არ შეექმნას..
us
09 მარტი 2024 19:12
36
რას მიაცვ-მააცვავ
ფეოლა
09 მარტი 2024 20:54
4
ოეეეეე კვარაზე წერენ და რა ტვინი წაიღეთ კვარათიო ამბობთ აცადეთ თამაშიო,,მამარდაზე არ წერენ იმდენს რამდენსაც კვარაზე და ახლა რატო არ წერთო. თქვენი მოსაწონი ხო ვერაფერი მოხდა ამ სამყაროში
gel-100
09 მარტი 2024 20:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული