"მსაჯმა ყველაფერი სამართლიანად გააკეთა, რაც შეეხება მამარდაშვილს..." - რა თქვა ბარახამ "რეალთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა.

"მსაჯმა თამაში იქამდე დაამთავრა, სანამ ბრაჰიმი ბურთს ჩააწვდიდა, ამიტომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. თავისუფლად შეგვეძლო, რომ მეტოქესთან სხვაობა გაგვეზარდა. მამარდაშვილმა არაერთხელ გადაგვარჩინა, ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს ვიყავით", - განაცხადა ბარახამ.

შეგახსენებთ, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 66 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, რაც შეეხება "ვალენსიას", "ღამურები" 37 ქულით
მე-9 ადგილზე არიან.

altდრამა "მესტალიაზე". მამარდაშვილის დიდებული მოგერიება - "რეალი" მიიჩნევს, რომ გამარჯვება მოპარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
ლა ლიგამ დასაჯა მანსანო, თვითონ აღიარებს დანაშაულს და ბოდიშს იხდის, ლაოსმა (ყოფილმა მსაჯმა) ეს რა სიდებილე ქნაო და ამ ჯიგარისათვის მოიქცა თურმე სწორად
რეალობა
20:26 05-03-2024
1
ვინც თვლის რომ მსაჯი სწორად მოიქცა უყურეთ ბოლო 7წუთი. სადაც 2 წუთი პენალტის გარჩევაში ვარის განხილვაში წავიდა. შესაბამისად თამაში 99 წუთზე უნდა დამთავრებულიყო. ნახეთ აბა რომელ წუთზე მთავრდება და დაწყნარდით. სამართალი თუ გინდათ ეგ არის. ეგ გოლი უნდა ჩათვლილიყო. წარსულში რა იყო და რა არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს. რეალი ყოველთვის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იყო და ასე იქნება კიდე დიდხანს.
ნპგ
09:30 05-03-2024
2

სიახლეები პოპულარული