ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო

AutoSharing Option

ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ მასპინძლობს.

"უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „სუონსისთან“ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ სასტარტოში დააყენა. ჩაკვეტაძემ პირველი ტაიმის ბოლოს მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

შეგახსენებთ, მუხლის ტრავმის გამო გიორგიმ 2 მარტს "მილუოლთან" შეხვედრა გამოტოვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რადგან ტრავმის შემდეგ თამაში გააგრძელა, შესვენების შემდეგ გართულებისგან თავის არიდების (დაზღვევის) მიზნით მწვრთნელმა შეცვალა, ე. ი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთლად საგანგაშო მდგომარეობა არაა!
ლაშა
20:58 09-03-2024
0
კინაღამ კოჭი მოტეხა და ჯარიმაც არ დადო მსაჯმა, მართლა ცხენების ლიგაა თუ რაუბედურებაა
გიგა
21:40 09-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული