ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდისა“ და „სუონსის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „მილუოლთან“ გასული ტურის მატჩი მუხლის ტკივილის გამო გამოტოვა, ტრავმირებული კენ სემას ნაცვლად 43-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 45+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 57-ე წუთზე კი მისი პასით რაიან პორტეუსმა ანგარიში გაათანაბრა და „უოტფორდმა“ ორი წაგების შემდეგ ფრედ ითამაშა.
ჩაკვეტაძის გარჯა flashscore-მა 8.1 ქულით შეაფასა (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), ხოლო Whoscored-მა და sofascore-მა - 8.0-ით. ქართველის ჩინებულ თამაშს კლუბის საიტიც აღნიშნავს და წერს, რომ ის საუკეთესო იყო.
„უოტფორდი“ 45 ქულით მე-13 ადგილზეა და 9 მარტს „კოვენტრის“ უმასპინძლებს.
უოტფორდი - სუონსი 1:1
გოლები: 0:1 ენდრიუსი (44, საკ. კარში), 1:1 პორტეუსი (57)