"ტორინოსთან" "ნაპოლის" ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0) იტალიურმა მედიამ მასპინძელთა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
calcionapoli24 აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ბოლომდე მეტოქე გუნდის წინააღმდეგ მარტო იბრძოდა. ტურინელებთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ისაუბრა:
"კვარაცხელიამ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა: კუთხურები და საჯარიმოები მოიპოვა, გაიტანა და "ტორინო" რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. დანარჩენები არაფრით გამოირჩეოდნენ და იმედგამაცრუებლები იყვნენ. ჩემი აზრით, კალცონა კომპლიმენტებს იმსახურებს, მაგრამ ლობოტკას ან ანგისას ნაცვლად შეცვლაზე სიმეონე უნდა შეეყვანა. სახლში ფრე კარგი შედეგი არ არის.
გადამწყვეტი მომენტი დადგა და უნდა გავრისკოთ, ვინაიდან
მდევრების როლში ვართ იმ გუნდებთან, რომლებიც გაცილებით წინ არიან. როდესაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, სიმეონე შეტევაში ოსიმენთან ერთად უფრო სასარგებლო იქნებოდა. არ ვამბობ, რომ ასეთ შემთხვევაში "ნაპოლი" მოიგებდა, თუმცა გადამწყვეტ ვითარებაში კალცონას ამ ნაბიჯის გადადგმა მართებდა".
- მე რომ ნაპოლის მწვრთნელი ვიყო, ფეხბურთელებს ვეტყოდი:"მიეცით ბურთი კვარაცხელიას!"
Video
https://youtu.be/dBCAhSVqpOY?si=5GPD67jBR7DviWIn