მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 25-ე ტურში, აუტსაიდერების მატჩში, „მეცმა“ სახლში „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდში ძალიან აქტიური იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა. მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ხუთი გოლია.

ქართველი 90+4-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.4, sofascore 7.0, whoscored 6.6.

„მეცმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 17 მარტს გასვლაზე „რეიმსს“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ სიმფორიენი“
მეცი - კლერმონი 1:0
გოლი: 1:0 მიქაუტაძე (33, პენ)
მკითხველის კომენტარები / 7 /
კი პენალტს კარგად ურტყავს
დავით
20:41 10-03-2024
3
ცოტა არ იყოს,გაფანტული შეფასებებია,თუმცა ფაქტია,რომ გუნდის ლიდერად იქცა და აშკარად საუკეთესოცაა.ის და მეკარე მიმაჩნია,ლიგა 1-ის დონის ფეხბურთელებად,სხვები კი,რაც შეუძლიათ ცდილობენ მხარი აუბან ლიდერებს.ახლა მეცს იმედები გაუჩნდა,ფსიქოლოგიურად უფრო გაიმართებიან წელში და იმედია,სხვა ფეხბურთელებიც შესძლებენ უკეთესად გახსნას და გუნდის ლიგაში დარჩენის პრობლემის გადაწყვეტას.მიქაუტაძე კი,მშვენიერი განწყობით და ფორმით ჩამოვა თბილისში.ჩაკვეც ასწრებსო,გამოჯანმრთელებას,ზივზივაძეს არ ვიცი რა სჭირს,ავად არისო.თუ მანაც მოასწრო აღდგენა,კვარას გარეშეც საკმარისი შემტევი რესურსი გვექნება.კიტეც ხომ მშვენიერ ფორმაში შევიდა,წუხელ კაკაბაძეც კარგი იყო.ცუდია,რომ აზაროვს და გოჩოლას აღარ ათამაშებენ შახტიარში,კვეკვესკირიც სასტარტოში იყო,მამარდაზე ხომ სალაპარაკოც არაფერია,ზურიკომაც მთელი თამაში ჩაატარა,თუმცა მთელი თამაში,მთელი გუნდის მსგავსად უგუნებოდ თამაშობდა,თუმცა სათამაშო პრაქტიკა,მაინც პრაქტიკაა და თამაში რომ შეუძლია,კი ვიცით.რა ვიცი,ლუქსემბურგს რომ ეყოფა,ის შემადგენლობა ნამდვილად გვყავს და მერე,კვარაც დაგვემატება.წინა გათამაშებაში,გადამწყვეტი თამაშების გამოცდილება უკვე გვაქვს და არა მგონია,ბიჭები მაშინდელივით წინასწარ გადაიწვნენ.ბოლოს და ბოლოს,თუ თამაში ვერ ავაწყეთ,გამოიყვანს არაბიძეს და ის მოახერხებს რაიმეს.ან პასს,ან კიდევ საგოლე დარტყმას.

სოსო
20:59 10-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული