იტალიის ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველდღიური გაზეთი La Repubblica წერს, რომ ზაფხულში "ნაპოლისთვის" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი საკვანძო იქნება:
"ჰორიზონტზე "რეალი" და "ბარსელონა" შორს არ არიან. ის ორივე კლუბს მოსწონს, მაგრამ ქართველს განვითარების პროცესის გასაგრძელებლად "ნაპოლიში" დარჩენა ურჩევნია. ოსიმენის მსგავსი გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულება შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ეს სტრატეგია შეიძლება სწორი გამოდგეს და პრობლემა რამდენიმე თვით მოგვარდეს. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ".
არნახული დაპირება დე ლაურენტისისგან - რამდენს მიიღებს "ნაპოლი" "ბარსელონას" დამარცხების შემთხვევაში?