სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის პირველი ლიგის 26-ე ტურში "ქოჯაელისპორი" "ტუზლასპორთან" 1:2 დამარცხდა.

მატჩის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და დავით სხირტლაძე მოედნიდან გააძევეს, ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს სახეში დაარტყა. "ქოჯაელისპორის" კიდევ ერთმა ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ კი ჩხუბში მონაწილეობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

"ქოჯაელისპორის" რიგებში გიორგი ხარაიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო 36-ე წუთზე მოედანი დატოვა.

ქართველების გუნდი თურქეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. "ქოჯაელისპორი" მორიგ მატჩს 15 მარტს, "გენჩლერბირლიგის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა ვიდეო თუ ნახეთ? 33 ნომერი მკერდში ხელებს ჰკრავდა და აწვებოდა სხირტლაძეს. სხირტლაძე უკან იხევდა. მერე მერეც მიაწვა სხირტლაზეს (38).
თან სულ ემუქრებოდნენ ჩვენიანს. და რეებსა წერთ?
როგორ უნდა მოქცეულიყო? თქვენთან უნდა გამოქცეულიყო? ) მიშველეთო ))
ეს პლეერი მოაშორეთ!
11 მარტი 2024 17:59
5
ვითომ ფეხბურთელები. სხირტლაძე დინამოშიც ხელების გაშლის და ბლატაობის მეტს არაფერს აკეთებდა.
რაბუ
11 მარტი 2024 11:15
8
Durakebis komentari
Koki
11 მარტი 2024 20:55
0
სამი შეუმდგარი ფეხბურთელი.რაც გადავიდნენ თაში არ მოუგია ამ გუნდს.სხირტლაძე გასაგებია რაცაა,ხარაიშვილის ამხელა რეგრესი კი საოცარია....
Master
11 მარტი 2024 11:12
3
3 ქართველი ერთად კარგს არაფერს მოუტანს მაგ გუნდს, კითხეატ ფრაიბურგს, მანჩესტერ სიტის და კიდე სხვებს
???
11 მარტი 2024 10:40
18

სიახლეები პოპულარული